ოლივერ ბირჰოფი : "რეალს დაბალი დონის სამედიცინო შტაბი ჰყავს"
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ლეგენდარული ოლივერ ბირჰოფის განცხადებით, მადრიდის "რეალი" დიდებული გუნდია, რომელსაც მსგავსი დაბალი დონის სამედიცინო შტაბი არ უნდა ჰყავდეს...
"ხედირა ტრავმირებულია, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. რეალ "სოსიედადთან" მატჩის შემდეგ ნახევარმცველმა ტკივილები იგრძნო, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ ნაკრებში გამგზავრებას თავისუფლად შეძლებდა და უპრობლემოდ მოახერხებდა მოედანზე გასვლას, ახლა კი რას ვხედავთ? ჩვენი სამედიცინო შტაბის განცხადებით, სამი მინიმუმ 6-8 კვირის მანძილზე ვერ დაიწყებს ბურთთან ერთად ვარჯიშს, მის მოედანზე დაბრუნებას და საქმეში ნახვას 2 თვეზე მეტი დასჭირდება."
"მსგავსი სახის უყურადღებობამ შესაძლოა, სამეფო კლუბის სხვა ფეხბურთელებზეც იმოქმედოს, აქედან გამომდინარე მეტი კონცენტრაციაა საჭირო მაშინ, როდესაც საქმე ფეხბურთელის დაზიანებას ეხება."
- 3 სექტემბერი 2014
- 2 830
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.