"რეალი" მარკო როისის ტრანსფერს აკონტროლებს
Mundo Deportivo-ს თქმით, "მადრიდის რეალი" წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე სრულად აკონტროლებდა მარკო როისის ტრანსფერს.
საქმე იმაშია, რომ "მადრიდის რეალს" მუდმივად ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, ღებულობდა თუ არა "დორტმუნდის ბორუსია" მარკო როისის გადაბირების სანაცვლოდ სხვა კლუბებისგან შეთავაზებებს.
პრინციპში "მადრიდის რეალის" გეგმა გასაგებია. მათ სურთ, რომ როისი მომდევნო სეზონში გაიფორმონ, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი სეზონი ექნება წელს "სამეფო კლუბს." თუ სეზონის პირველი ნახევარი ცუდი გამოდგა, არ არის გამორიცხული როისი ზამთარში უკვე "რეალის" რიგებში აღმოჩნდეს.
წყარო: MundoDeportivo.com
- 3 სექტემბერი 2014
- 3 987
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.