მოდრიჩი : "რეალში საგანგაშო არაფერია"
ლუკა მოდრიჩი, რომელიც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება, ჟურნალისტებს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა...
"ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ, რადგან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები გვაქვს გასამართი. ჩვენ გუნდს პრეტენზიები აქვს, ამისთვის კი ხარისხიანი თამაში უნდა აჩვენოს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, ახლა კიდევ უფრო უკეთესები უნდა ვიყოთ."
"რეალ "სოსიედადთან" განცდილმა მარცხმ ყველას დიდი ტკივილი მოგვაყენა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდებოდა, თუმცა როგორც ხედავთ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. პირველი წუთების ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ რაღაც დაგვემართა და მეტოქეს სამი ქულა ვუბოძეთ საჩუქრად. ეს მწარე გაკვეთილი დიდი ხნის მანძილზე გვემახსოვრება."
"კლუბი დიდებულმა მოთამაშეებმა დატოვეს, მაგრამ პერესმა ნახევარდაცვაში ორი შესანიშნავი მოთამაშე დაიმატა, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, საგანგაშოს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ."
- 3 სექტემბერი 2014
- 2 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.