ხედირა შესაძლოა 2 თვე ვერ დაუბრუნდეს მინდორს
მოგეხსენებათ, სამი ხედირამ მარცხენა ფეხზე დაზიანება მიიღო და ამის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა პრესაში. მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანს ლიოვის გუნდის დახმარება აღარ შეუძლია და ესპანეთის დედაქალაქში ხვალ გაემგზავრება...
სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბურთთან ერთად ვარჯიშს ნახევარმცველი 6 კვირის მანძილზე ვერ შეძლებდა, თუმცა ახალი ინფორმაციით დიდია შანსი იმისა, რომ ეს ციფრი 8-9 კვირამდე გაიზარდოს და ხედირას 2 თვიანი პაუზის აღება მოუწიოს.
თავად ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, მიი აზრით თვეზე ცოტა მეტი საკმარისი იქნება ფორმაში ჩასადგომად.
მადრიდში სამი ძალიან სერიოზული პროგრამით გაივლის რეაბილიტაციის კურსს, ის მზად არის დატვირთვა გაასმაგოს და ფეხი რაც შეიძლება დროულად ჩაიყენოს მწყობრში.
- 3 სექტემბერი 2014
- 1 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.