ილარამ უდიდესი შანსი მიიღო
ასიერ ილარამენდიმ შანსი მიიღო.
როგორც მოგეხსენებათ, ბასკ ფეხბურთელს თამაშის შანსი პრაქტიკულად არ ეძლეოდა. კარლო ანჩელოტიმ იგი სასტარტო შემადგენლობაში არცერთ შეხვედრაში არ შეიყვანა. მეტსაც გეტყვით, ილარა შეცვლაზეც კი არ შემოსულა.
მას შემდეგ, რაც გუნდი ჩაბი ალონსომ დატოვა, მისი ადგილი სამი ხედირას უნდა დაეკავებინა, რომელსაც იტალიელი მწვრთნელი გაცილებით უფრო დიდ ნდობას უცხადებდა, ვიდრე ასიერს.
გამომდინარე იქიდან, რომ გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველი ტრავმურებულია და 6 კვირით ჩამოშორდა ვარჯიშებს, მისი ადგილის გაკავება მოუწევს სწორედ ილარამენდის. ბლანკოსის 24 ნომრისთვის ეს იქნება შანსი დაამტკიცოს, რომ იგი იმსახურებს სასტარტო თერთმეტეულში თამაშს.
Defensacentral.com
- 3 სექტემბერი 2014
- 3 360
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.