რამოსი : "კრიშტიანომ საკუთარი აზრი თქვა, სხვა არაფერი"
სერხიო რამოსმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად დაიწყო მზადება, მან ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და ინტერვიუ ჩაწერა...
"ესპანეთის ნაკრებში ახალი ციკლი იწყება, ჩვენ აშკარად გვჭირდებოდა ცვლილებები და ეს მწვრთნელმაც დაინახა. ბრაზილიაში უსუსურად ვიასპარეზეთ, სწორედ აქედან გამომდინარე გაორმაგებული ძალებით ვეცდებით საუკეთესო კონდიციაში ჩადგომას და ნაკრებისთვის შედეგების მოტანას."
"ანოეტაზე განცდილი მარცხი ახლაც ვერ დამივიწყებია, რადგან ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, შემდეგ კი სასწაული მოხდა. მადრიდის "რეალის" ღირსებას უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცავ, ალბათ თითზე ჩამოსათვლელიც არ იქნება ისეთი მომენტები, როდესაც მსგავსი რამ მოგვივიდა."
"მე იკერ კასილასს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავსირებს, ჩვენ ვიცავთ როგორც "რეალის", ასევე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას, ერთად არაერთი მატჩი გაგვიმართავს და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ ტიტულს ვიზეიმებთ."
"რა უნდა გითხრათ რონალდუს განცხადებაზე? კრიშტიანო ჩვეულერივი ადამიანია, ისევე როგორც თქვენ. პორტუგალიელს საკუთარი მოსაზრება აქვს ტრანსფერებთან დაკავშირებით, მეტი არაფერი. რატომ ატყდა მსგავსი აჟიოტაჟი ჩემთვის გაუგებარია. მადრიდის "რეალმა" ანხელ დი მარია და ჩაბი ალონსო გაუშვა, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ, რომ მათი წასვლის გამო ყველას დაგვწყდა გული, ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან."
"ვწუხვარ, რომ ჩაბი ალონსომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებიც დატოვა, მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა, თუმცა ეს ბასკის გადაწყვეტილებაა, ნაკრებში კი თაობათა ცვლა მიმდინარეობს, გაახალგაზრდავება და დიდი ენთუზიამი აუცილებელია."
"ჩიჩარიტომ ჩვენ წინააღმდეგ მატჩი სულ ცოტა ხნის გამართა, იგი ყოველთვის დაგეშილია კარზე. დიდი იმედი მაქვს მექსიკელი ფეხბურთელი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შეძლებს და კლუბის შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო მძლავრს გახდის."
- 2 სექტემბერი 2014
- 6 250
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.