ვალდანომ მადრიდში მიმდინარე სიტუაცია შეაფასა
მადრიდის "რეალის" ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენები შეაფასა...
"არ მეგონა, თუ ფლორენტინო პერესის ჩიჩარიტოს ყიდვას გეგმავდა, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან დედაქალაქელები ყოველთვის იძახდნენ, რომ ფორვარდი არ სჭირდებოდათ."
"ვფიქრობ, მექსიკელს შეუძლია გაიხსნას და ესპანური გიგანტისთვის საჭირო ფეხბურთელი გახდეს, ეს მოთამაშე ნამდვილად ფლობს იმ თვისებებს, რომელიც "ბლანკოსს" ამ ეტაპზე სჭირდება, თანაც ხავიერს დიდი მოტავაცია აქვს, ის მხოლოდ 1 წლით გადავიდა ესპანეთის დედაქალაქში, თუმცა თუ ეფექტურად ითამაშებს, მისი გამშვები არავინ იქნება."
"კროოსი დიდებული ფეხბურთელია, მან მადრიდში ყველა გააოცა, თუმცა ცუდ თამაშს მისგან ალბათ არც არავინ ელოდა. გერმანიის ნაკრებში ტონიმ დიდი სამუშაო გასწია, რის სანაცვლოდაც ოქროს მედალსაც დაეუფლა."
"ხამეს როდრიგესის ტრანსფერი ასტრონომიული თანხა დაჯდა, ამიტომ ამ ფეხბურთელზე თავისთავად იქნება ზეწოლა, მაგრამ კოლუმბიელს ბევრი დადებითი თვისება აქვს. მისი მისია ლიდერობა იქნება, რომელიც სათანადოდ უნდა შეასრულოს."
"შარშანდელ სეზონში კარლო ანჩელოტის გუნდი ძალიან თანმიმდევრული იყო, რასაც პირველ რიგში ანხელ დი მარიასა და ჩაბი ალონსოს მივაწერ. ახლა კი რას ვხედავთ? არგენტინელი მანჩესტერ "იუნაიტედის" ღირსებას იცავს, ესპანელმა კი მიუნხენისკენ აიღო გეზი. სიმართლე გითხრათ, მოვლენების მსგავს განვითარებას არ მოველოდი."
"ტონი კროოსს ჩაბი ალონსოს ჩანაცლება მოუწევს, ამიტომ უმოკლეს დროში უნდა გაიაროს ადაპტაცია, ახალგაზრდა ფეხბურთელს ნიჭი ნამდვილად არ აკლია, თუმცა მან დროულად უნდა შეისწავლოს მადრიდული ფილოსოფია."
"გუნდში ნამდვილად ბევრი ნახევარმცველი იყო. სიმართლე გითხრათ, ახლაც ბევრი მოთამაშეა ცენტრში, თუმცა გუნდი დიდი მიზნებისთვის იბრძვის და სათადარიგოთა სკამი აუცილებელია."
- 2 სექტემბერი 2014
- 2 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.