კარვახალი : "ყველაზე დიდი ჯილდო მივიღე"
დანიელ კარვახალმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...
"ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი, როდესაც გავიგე, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ გამომიძახა."
"ბევრს ვშრომობ და ვიბრძვი იმისათვის, რომ საუკეთესო ვიყო. მადრიდის "რეალში" მთელი წლის მანძილზე არასდროს დამზარებია სამუშაოების შესრულება, ვისენტე დელ ბოსკემ კი ცხოვრების საუკეთესო ჯილდო გამიკეთა. სწორედ ეს არის პასუხი იმ დაუღალავი შრომისა, რომელიც წინა წლებში გავწიე."
"იკერ კასილასმა და სერხიო რამოსმა რჩევები მომცეს, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ, მათ "ფურია როხაში" ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვთ."
"ეროვნული ნაკრები დიდი ბედნიერებაა. ახალგაზრდულ გუნდთან ერთად არაერთი პაექრობა ჩავატარე და წარმატებასაც მივაღწიე, ახლა კი გზა მთავარი გუნდისკენ გამეხსნა."
- 2 სექტემბერი 2014
- 2 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.