პეპეს სერხიო რამოსი შეცვლის

სერხიო რამოსი დაიკავებს პეპეს პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ გარაი ან ალბიოლი მატჩს რაიმე მიზეზის გამო გამოტოვებენ.

ეს ინფორმაცია გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა. ისინი ამტკიცებენ, რომ პეპეს შემცვლელი სერხიო რამოსი იქნება.

რაულ ალბიოლის და ეზეკილ გარაის დუეტი შესანიშნავი იქნება დაცვის ცენტრში. ისინი პეპეს არყოფნაში დაიკავებენ ამ პოზიციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი რაიმე მიზეზის გამო გამოტოებს შეხვედრას, მათ ადგილს მარჯვენა ფლანგელი რამოსი დაიკავებს. პარარელურად არბელოა გადაინაცვლებს მარჯვენა ფლანგზე, ხოლო მარსელო დაცვის მარცხენა ფლანგზე.

სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა 2008 წელს. ადრე თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე და ცენტრში უფრო ნაყოფიერად მოქმედებდა, ვიდრე ახლანდელ პოზიციაზე. ანდალუსიელმა მცველმა ამ სეზონში უკვე ითამაშა დაცვის ცენტრში "ვილიარეალთან" მატჩში.

გამოცემა ასევე საჭიროდ თვლის, მარსელომ გააუმჯობესოს დაცვითი თამაში, რადგან ხშირად ბევრ შეცდომას უშვებს. ასევე შესაძლებელია ლასანა დიარამ დაიკავოს დაცვის მარჯვენა ფლანგი, ხოლო არბელოა ისევ დარჩეს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ პელეგრინი აპირებს ლასი ნახევარდაცვის ცენტრში ათამაშოს. თანაც მაჰამადუ დიარა აფრიკის თასზე მიემგზავრება.

პელეგრინის გეგმებში არ შედის გერმანელი მცველი კრისტოფ მეცელდერი, რომელიც ალბათ დატოვებს გუნდს და გერმანიის ბუნდესლიგას მიაშურებს.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 15 დეკემბერი 2009
  • 2 017
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)