სატრანსფერო ფანჯრის მეფე "მანჩესტერ იუნაიტედია"
"მადრიდის რეალი" მეოთხე ადგილზე გავიდა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა ყველაზე მხარჯველი გუნდი, რომლის შემდეგაც მოდიან "ბარსელონა" და "ლივერპული". ვან გაალის გუნდმა წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე 193,55 მლნ. ევროს ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 75 მლნ. მარტო ანხელ დი მარიას სანაცვლოდ გაიღო. მანჩესტერელების მხარესაა ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის გაჩარხვა. საუბარია ფალკაოს გადაბირებაზე.
მეორე ადგილს იკავებს "ბარსელონა", რომლის ინვესტიციის მოცულობამ 157 მლნ. ევრო შეადგინა. ამ თანხის სანაცვლოდ სხვა დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად მოვიდნენ ლუის სუარესი, რაკიტიჩი და კლაუდიო ბრავო. სერიოზული ფული დახარჯა "ლივერპულმაც". ბრენდან როჯერსმა 151 მლნ. ევროს ღირებულების ფეხბურთელების შევსება მიიღო.
"მადრიდის რეალი" და "მადრიდის ატლეტიკო" ხურავენ ხუთეულს. ანჩელოტიმ 122,50 მლნ. ევროს ფეხბურთელები შეიძინა, საიდანაც უდიდესი ნაწილი ხამეს როდრიგესზე მოდის. "თეთრების" ბიუჯეტში შევსება იყო. გაყიდულ ფეხბურთელთა ღირებულებამ 114 მლნ. ევრო შეადგინა.
წყარო: MARCA.com
- 2 სექტემბერი 2014
- 5 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.