ბლანკოსის სატრანსფერო მონაგარი
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
მადრიდის "რეალისთვის" სატრანსფერო პერიოდი ნაწილობრივ წარმატებული იყო. გუნდმა დაიმატა კეილორ ნავასი, ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, ტონი კროოსი და ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ბლანკოსმა მექსიკელი ფორვარდი, ჩიჩარიტო გაიფორმა იჯარის წესით.
რაც შეეხება კლუბიდან გაშვებულ ფეხბურთელებს, თეთრები ალვარო მორატას, კაზემიროს, ანხელ დი მარიას და ჩაბი ალონსოს გამოემშვიდობნენ. ფაქტიურად შემადგენლობაში აღარ დარჩა მოთამაშე, რომელიც შეცვლაზე შემოვიდოდა და შეტევის გაძლიერებას შეძლებდა. ერთადერთი ასეთი ფეხბურთელი ხესეა, რომელიც უმძიმესი ტრავმის და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და სავარაუდოდ ზამთარში დაუბრუნდება მწვანე მინდორს. სწორედ ამიტომ ფლორენტინო პერესმა "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც "რეალში" ერთი წლით იასპარეზებს მექსიკელი, ხავიერ ერნანდესი. შემდეგ ზაფხულს კი იგი ისევ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდება, თუმცა თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ერნანდესი მომდევნო წლებშიც "მერენგებში" ვიხილოთ, ეს ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.
Defensacentral.com
- 2 სექტემბერი 2014
- 4 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.