„რეალისთვის“ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია
მოგეხსენებათ, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ფეხბურთელის წარსადგენად ამზადებდნენ.
აღნიშნული ხმები ნაწილობრივ გააქარწყლა ჩიჩარიტოს ტრანსფერმა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მექსიკელი იჯარის საფუძველით ჩაირიცხა „რეალში,“ მისი პრეზენტაცია პომპეზური ნამდვილად არ ყოფილა და ხავიერი მხოლოდ მოედანზე გასვლით შემოიფარგლა.
აქედან გამომდინარე გულშემატკივრებს გარკვეული იმედები ჰქონდათ, რომ გრანდისთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურული არ იყო და სტადიონის საპრეზიდენტო დარბაზში მორიგ ახალწვეულს იხილავდნენ, მაგრამ...ჩიჩარიტოს წარდგენაზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ „ბერნაბეუს“ საპრეზენტაციო ლოჟა, სულაც არ იყო მზად ახალი ფეხბურთელის მისაღებად.
- 1 სექტემბერი 2014
- 6 897
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.