ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო
დღეს სამეფო კლუბის რიგებში მექსიკელი ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო ჩაირიცხა.
ხავიერი 1988 წლის 1 ივნისს მექსიკაში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა ერნანდესმა მშობლიურ გუნდში „ჩივას გუადალახარაში“ დაიწყო. 2010 წელს მექსიკელმა „მანჩესტერ იუნატედს“ მიაშურა, სადაც 154 ოფიციალურ მატჩში 59 გოლის გატანა მოახერხა.
„რეალმა“ ჩიჩარიტოს სახით შეტევითი ხაზი ძალიან განაძლიერა. ფეხბურთელი კარგ ერთვება შეტევაში, ასევე გამოირჩევა სისწრაფითა და ეფექტური დარტყმით. ჩიჩარიტო იმედოვნებს, რომ მისი მადრიდული კარიერა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს თავის დროს მისმა თანამემამულემ ჰუგო სანჩესმა მოახერხა.
ტიტულები:
პრემიერლიგა - 2 (2011, 2013)
Community Shields-ის ჯილდო - 3 (2010, 2011, 2013)
აპერტურა - 1 (2006)
CONCACAF-ის ოქროს მედალი - 1 (2011)
კარიერა:
„ჩივასი“- (2006-2010)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ - (2010-2014)
„რეალი“ (2014 - )
Realmadrid.Com
- 1 სექტემბერი 2014
- 3 357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.