ფალკაომ "რეალს" მანჩესტერ "სიტი" არჩია
ბრიტანულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, რადამელ ფალკაოს ბედი მანჩესტერ "სიტის" დაუკავშირდება...
The Guardian-ის ინფორმაციით სულ ცოტა ხნის წინ რადამელი არჩევანის წინაშე დადგა და ინგლისში წასვლა არჩია, თანაც "მონაკო" მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს, ფლორენტინო პერესის შეთავაზება კი 10 მილიონით ნაკლებს შეადგენდა, რაც ფრანგულ მხარეს ხელს არცერთ შემთხვევაში არ აძლევდა.
ჭორების მიხედვით კოლუმბიელის მიზანი "ბლანკოსში" თამაში იყო, თუმცა ბევრ რამეზე ზეგავლენა ფინანსურმა მხარემ მოახდინა. ამ ტრანსფერით იხეირებს როგორც ფრანგული კლუბი, ასევე თავად ფეხბურთელი, რომელსაც შესანშნავი გასამრჯელო ექნება პრემიერლიგაში, თუმცა ოდენობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფლორენტინო პერესი უკვე გეგმა "ბ"-ზეა გადართული. "ას"-ის ინფორმაციით მან უკვე მიაღწია შეთანხმებას მანჩესტერ "იუნაიტედთან" და ჩიჩარიტო "მერენგების" ფორმას მოირგებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ხვალ ყველაფერს ნათელი მოეფინება.
- 31 აგვისტო 2014
- 4 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.