პელეგრინი ნეგრედოს გაყიდვას ეწინააღმდეგება
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ალვარო ნეგრედოს "რეალში" გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება...
ჩილელი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ესპანელი ფორვარდი მის კლუბს სჭირდება და მადრიდის "რეალის" მიერ შეთავაზებული 20 მილიონი ევრო არც საკმარისია და არც "სიტის" სჭირდება, რადგან ნეგრედო ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ძვირფასია.
"ჩვენ ალვაროსთან დაკავშირებით არაერთი შემოთავაზება მივიღეთ, თუმცა ყველაზე მეტად ფლორენტინო პერესი აქტიურობდა. მინდა განვაცხადო, რომ "სიტის" ესპანელი ფროვარდი სჭირდება და მე პირადად კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მისი ტრანსფერის გაჩარხვას."
"ამ ეტაპზე ნეგრედოს მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, მას ტრავმა აწუხებს, თუმცა დარწმუნებულები ვართ სულ მალე დაბრუნდება და კლუბს ტიტულების მოგებაში დაეხმარება, მისი "რეალში" გადასვლა არც ჩვენ გვაწყობს და არც ფეხბურთელს, ის უკვე იყო "ბლანკოსის" საკუთრება, მაგრამ ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა, მანჩესტერში კი თავს ბედნიერად გრძნობს და არამგონია აბარგებაზე ფიქრობდეს."
ამასობაში მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რადამელ ფალკაოსთან დაკავშირებით, ალვაროს კი სათადარიგო კანდიდატად დანიხილავს. პერესი თვლის, რომ პელეგრინის ჰყავს კუნ აგუერო, იოვეტიჩი, ძეკო და სხვები, ამიტომ ნეგრედოს საჭიროება გუნდს ნამდვილად არ აქვს, სწორედ აქედან გამომდინარება ის დანებებას არ აპირებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 31 აგვისტო 2014
- 2 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.