სად მიდის რადამელ ფალკაო?
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შეხვედრას, კოლუმბიელი თავდამსხმელი ტრიბუნიდან ადევნებს თვალ-ყურს.
აღსანიშნავია, რომ ფალკაო მწყობრშია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ უწევს უქმობა.რადიო „მონტეკარლოს“ ინფორმაციით, თავდამსხმელი კლუბის შეცვლას აპირებს და სწორედ სიფრთხილის გამო გადაწყვიტა „მონაკო“-„ლილის“ მატჩში თამაშგარეში ყოფნა.
დიდი ალბათობით, რადამელი „მანჩესტერ სიტიში,“ ნეგრედოს შეცვლის, თუმცა ამასთანავე ინგლისურ პრესაში ვრცელდება პელეგრინის ინტერვიუ, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ „ქალაქელები“ ესპანელი ფორვარდის გაყიდვას არ აპირებენ.
საპირისპიროს იწუყება L'Equipe, მათი ცნობით, სამხრეთ ამერიკელის ახალი კლუბი „ბლანკოსი“ იქნება.
AS
- 30 აგვისტო 2014
- 4 018
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.