იცით თუ არა, რომ ...
ყველას მოგესალმებით. სტატიაში მოთხრობილია საინტერესო ფაქტები მადრიდის "რეალზე", აგრეთვე საუბარია მის რეკორდებსა და მიღწევებზე, მოყვანილია სტატისტიკა სხვადასხვა ასპექტში. შესაძლოა ბევრი რამ აქედან თქვენთვის ცნობილი იყოს, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრსაც ახლა შეიტყობთ...
* პირველი ცნობები მადრიდული კლუბისა 1895 წელს ჩნდება, როგორც Football Club Sky. 1900 წელს გუნდი გაიყო და ჩამოყალიბდა New Foot-ball de Madrid და Club Espanol de Madrid. 1902 წლის 6 მარტს კი ხულიან პალასიოსმა ოფიციალურად შექმნა კლუბი სახელწოდებით Sociedad Madrid FC.
* პირველი "ელ კლასიკო" 1902 წლის 13 მაისს გაიმართა. ეს კლუბის პირველი ოფიციალური შეხვედრაც გახლდათ. მაშინ მადრიდელები 1-3 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი კატალონიელთა კარში გუნდის ინგლისელმა ცენტრ-ფორვარდმა არტურ ჯონსონმა გაიტანა, რომელიც შემდგომში კლუბის პირველი ოფიციალური მწვრთნელი გახდა. იგი "რეალს" 1920 წლამდე წვრთნიდა.
* ოფიციალურ შეხვედრამდე მადრიდელები ერთმანეთში თამაშობდნენ. ერთ მხარეს ლურჯ მაისურიანები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს წითელ მაისურიანები. რაც შეეხება უშუალოდ თეთრ ფორმას, ის 1902 წელს ლონდონიდანჩამოიტანეს.
* კლუბის პირველი ორი პრეზიდენტი კატალონიელი გახლდათ - 1902-04 წლებში ხუან პადროს რუბიო, ხოლო 1904-08 წლებში მისი ძმა ცარლეს პადროს რუბიო.
* "რეალმა" პირველი ოფიციალური ტიტული დაარსებიდან 3 წლის შემდგომ მოიპოვა - 1905 წლის აპრილში, დაამარცხა რა ბილბაოს "ატლეტიკი" "კოპა დელ რეის" ფინალში.
* ალფრედო დი სტეფანო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 4-ჯერ შეძლო "პიჩიჩის" მოპოვება - 1956-59 წლებში. ჯამშ კი მას ეს ჯილდო 5-ჯერ აქვს მიღებული.
* მადრიდის "რეალი" ესპანეთში ერთადერთი კლუბია, რომელსაც ზედიზედ 5-ჯერ აქვს ქვეყნის ჩემპიონობა მოპოვებული, თან ეს ორჯერ მოხდა - 1961-65 და 1986-90 წლებში.
* მადრიდის "რეალს" არასდროს არ აქვს მოგებული ე.წ. ტრიპლეტი("ლა ლიგა", ჩემპიონთა ლიგა და "კოპა დელ რეი" ერთდროულად), მაგრამ დუბლი მათ 7-ჯერ შეასრულეს, უკანასკნელი განვლილ სეზონში, როცა კლუბი ჩემპიონთა ლიგისა და "კოპა დელ რეის" გამარჯვებული გახდა.
* "რეალის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე რაული გახლავთ, რომლის ანგარიშზე 323 გოლია, აქედან 228 "ლა ლიგაში", რაც აგრეთვე რეკორდია.
* მეგოლეთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1) რაული - 323
2) ალფრედო დი სტეფანო - 305
3) კარლოს სანტილანა - 289
4) კრიშტიანო რონალდო - 271 (არ არის შეყვანილი 2010 წლის 18 სექტემბერს "სოსიედადის" კარში გატანილი, გოლო, რომელიც უეფამ პეპეს ჩაუთვალა)
5) ფერენც ფუშქაში - 242
6) უგო სანჩესი - 208
7) ფრანცისკო ხენტო - 179
8) პირი - 171
9) ემილიო ბუტრაგენიო - 171
10) ამანსიო ამარო - 155
* ყველაზე მეტი გოლი "კოპა დელ რეიზე" - 49 - გატანილი აქვთ ფერენც ფუშქაშსა და კარლოს სანტილანას.
* ყველაზე მეტი გოლი ესპანეთის სუპერთასზე - 7 - გატანილი აქვს რაულს.
* ყველაზე მეტი გოლი საერთაშორისო ტურნირებზე - 70 - გატანილი აქვს რაულს, აქედან 68 უშუალოდ უეფას ეგიდით ჩატარებულზე, ხოლო 66 კონკრეტულად
ჩემპიონთა ლიგაზე.
* ყველაზე მეტი გოლი უფასას თასების თასზე - 11 - გატანილი აქვს კარლოს სანტილანას.
* ყველაზე მეტი გოლი უეფას თასზე(დღევანდელ ევროპის ლიგაზე) - 15 - გატანილი აქვს კარლოს სანტილანას.
* ყველაზე მეტი გოლი უეფას სუპერთასზე - 2 - გატანილი აქვს კრიშტიანო რონალდოს.
* ყველაზე მეტი გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - 3 - გატანილი აქვს ნიკოლას ანელკას.
* ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში ყველა ტურნირზე - 60 - გატანილი აქვს კრიშტიანო რონალდოს (2011-12).
* ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში "ლა ლიგაში" - 46 - გატანილი აქვს კრიშტიანო რონალდოს (2011-12).
* ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში "კოპა დელ რეიზე" - 14 - გატანილი აქვს ფერენც ფუშქაშს (1960-61).
* ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში უშუალოდ ჩემპიონთა თასზე(დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა) - 12 - გატანილი აქვს ფერენც ფუშქაშს (1959-60).
* ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე - 17 - გატანილი აქვს კრიშტიანო რონალდოს (2013-14).
* ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში უეფას თასების თასზე - 8 - გატანილი აქვს კარლოს სანტილანას (1982-83).
* ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში "ლა ლიგაში" - 5 - გაიტანეს - მანუელ ალდაიმ "ესპანიოლთან" 1943 წლის 28 თებერვალს, ანტონიო ალსუამ "კასტელონთან" 1947 წლის 2 თებერვალს, მიგელ მუნიოსმა "ლეიდასთან" 1951 წლის 30 იანვარს, პეპილომ "ელჩესთან" 1960 წლის 7 თებერვალს, ფერენც ფუშქაშმა "ელჩესთან" 1961 წლის 22 იანვარს და ფერნანდო მორიენტესმა "ლას პალმასთან" 2002 წლის 9 თებერვალს.
* ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში "კოპა დელ რეიზე" - 6 - გაიტანეს - ბენგურიამ "ექსტრემენოსთან" 1927 წლის 6 მარტს და ფერენც ფუშქაშმა "ბეტისთან" 1961 წლის 18 ივნისს.
* ყველაზე ემტი გოლი ერთ მატჩში ესპანეთის სუპერთასზე - 3 - გაიტანა რაულმა "სოსიედადთან" 2001 წლის 22 აგვისტოს.
* ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში ჩემპიონთა თასზე(ჩემპიონთა ლიგაზე) - 4 - გაიტანეს - ფერენც ფუშქაშმა ფრანქფურტის "აინტრახტთან" ფინალში(1959-60) და "ფეინოორდთან" ჯგუფურ ეტაპზე(1965-66), ალფრედო დი სტეფანომ "სევილიასთან" მეოთხედფინალში(1957-58) და "ვიენერთან" მეოთხედფინალში(1958-59) და უგო სანჩესმა ტიროლის "სვაროვსკისთან" მეორე რაუნდში(1990-91).
* ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში უეფას სუპერთასზე - 2 - გაიტანა კრიშტიანდო რონალდომ "სევილიასთან" 2014 წლის 12 აგვისტოს.
* ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე - 2 - გაიტანა ნიკოლას ანელკამ "კორინთიანსთან" 2000 წლის 7 იანვარს.
* ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ალბერტო რივერა გახლდათ. 1995 წლის 10 ივნისს, როცა მან "სელტას" კარი დალაშქრა, მხოლოდ 17 წლისა და 114 დღის გახლდათ.
* ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ფერენც ფუშქაში გახლდათ. 1965 წლის 21 ნოემბერს უნგრელმა თავდამსხმელმა "რეალის" მაისურით ბოლო გოლი "სევილიას" კარში გაიტანა. მაშინ ის 38 წლისა და 233 დღის გახლდათ.
* ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა თასის(ჩემპიონთა ლიგის) ფინალში - 7 - გატანილი აქვთ ფერენც ფუშქაშსა და ალფრედო დი სტეფანოს. უნგრელმა 4 1960 წელს, ხოლო სამიც 1962 წელს შეაგდო, ხოლო არგენტინელმა თითო-თითოჯერ 1956, 1957, 1958, 1959 წლებში დალაშქრა მეტოქეთა კარი, ხოლო 1960 წელს ჰეტ-ტრიკიშეასრულა.
* ყველაზე სწრაფი გოლი კლუბის ისტორიაში ივან სამორანოს ანგარიშზეა. 1994 წლის 3 სექტემბერს მან "სევილიას" მე-12 წამზე გაუტანა, ხოლო ამ მხრივ მეორე ადგილზე რონალდო(ფენომენი) გახლავთ. "კიჭამ" 2003 წლის 3 დეკემბერს "ატლეტიკოს" კარი მე-14 წამზე დალაშქრა.
* ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკი პეპილომ შეასრულა. მას მხოლოდ 8 წუთი დასჭირდა "სოსიედადის" კარში სამი გოლის გასატანად.(1960 წლის 10 აპრილი).
* ყველაზე სწრაფი პოკერი ფერენც ფუშქაშმა შეასრულა ფრაქფურტის აინტრახტთან ჩემპიონთა თასის ფინალში 1960 წლის 18 მაისს. უნგრელ ფეხბურთელს ამისთვის 25 წუთი დასჭირდა.
* ყველაზე სწრაფად ხუთი გოლის გატანა ერთ მატჩში პეპილომ მოახერხა. მან 1960 წლის 7 თებერვალს "ელჩეს" კარში 39 წუთში გაიატანა ხუთი გოლი.
* ყველაზემეტი ჰეტ-ტრიკი "ლა ლიგაში" ალფრდო დი სტეფანომ შეასრულა. არგენტინელმა 1953-64 წლებში მეტოქეთა კარში 3 ბურთის გატანა 22-ჯერ მოახერხა.
* ერთ სეზონში ყველაზე მეტი ჰეტ-ტრიკი - 7 - კრიშტიანო რონალდოს აქვს შესრულებული. პორტუგალიელმა გოლეადორმა ეს ორჯერ მაოხერხა - 2010-11 და 2011-12 წლების სეზონში.
* კლუბის ისტორიაში პირველი გოლი არტურ ჯონსონმა გაიტანა 1902 წლის 13 მაისს("ბარსელონა" 3-1 "რეალი"), პირველი "ლა ლიგის" გოლი ხაიმე ლაზკანომ 1929 წლის 10 თებერვალს გაიტანა("რეალი" 5-0 "ევროპა"), მე-1000 პაჰინიომ 1950 წლის 5 ნოემბერს("ატლეტიკი" 2-5 "რეალი"), მე-2000 ფრანცისკო ხენტომ 1963 წლის 9 ნოემბერს("რეალი" 3-1 "პონტევედრა"), მე-3000 ხუანიტომ 1982წლის 20 იანვარს ("სალამანკა" 1-3" "რეალი"), მე-4000 ივან სამორანომ 1994 წლის 22 დეკემბერს ("ვალიადოლიდი" 0-5 "რეალი"), მე-5000 გუტიმ 2008 წლის 14 სექტემბერს("რეალი" 4-3 "ნუმანსია".
* ყველაზე მეტი შეხვედრა კლუბის მაისურით - 741 - რაულს აქვს ჩატარებული.
* ჩატარებული მატჩების მიხედვით ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1) რაული - 741
2) მანუელ სანჩისი - 711
3) იკერ კასილაისი - 682
4) კარლოს სანტილანა - 645
5) ფერნანდო იერო - 601
6) ფრანცისკო ხენტო - 599
7) ხოსე კამაჩო - 577
8) პირი - 561
9) მიჩელი - 559
10) გუტი - 542
* ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც "რეალის" მაისური მოირგო ალბერტო რივერა გახლავთ. მან 1995 წლის 10 ივნისს "სელტას" წინააღმდეგ იასპარეზა. მაშინ რივერა 17 წლისა და 144 დღის გახლდათ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხსენებულ შეხვედრაში მან გოლიც გაიტანა.
* ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც "რეალის" მაისური მოირგო ფერენც ფუშქაში გახლავთ. 1965 წლის 21 ნოემბერს, თავის უკანასკნელ მატჩში თეთრი მაისურით ("სევილიასთან") უნგრელი 38 წლისა და 233 დღის იყო. როგორც იცით, მან გოლის გატანაც მაოხერხა ამ მატჩში.
* ყველაზე მეტი მატჩი "ლა ლიგაში" - 550 - რაულს აქვს ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი "კოპა დელ რეიზე" - 84 - კარლოს სანტილანას აქვს ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი ესპანეთის სუპერთასზე - 12 - რაულსა და იკერ კასილიასს აქვთ ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი საერთაშორისო ტურნირებზე - 150 - იკერ კასილიასს აქვს ჩატარებული, აქედან 147 უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე, ხოლო 142 უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე.
* ყველაზე მეტი მატჩი უეფას თასების თასზე - 16 - გრეგორიო ბენიტოს აქვს ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი უეფას თასზე(დღევანდელ ევროპის ლიგაზე) - 44 - მიჩელს აქვს ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი უეფას სუპერთასზე - 3 - რობერო კარლოსს, რაულსა და იკერ კასილიასს აქვთ ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი საერთაშორისო თასებზე - 3 - რაულს, ფერნანდო იეროსა და რობერტო კარლოსს აქვთ ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე - 4 - ფერნანდო იეროს, რაულს, სტივ მაკმანამანს, ფერნანდო მორიენტესს, სალვიოსა და ჯერემი
ნიტამს აქვთ ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი, როგორც უცხოელ ფეხბურთელს - 527 - რობერტო კარლოსს აქვს ჩატარებული.
* ყველაზე მეტი მატჩი "ლა ლიგაში", როგორც უცხოელ ფეხბურთელს - 370 - რობერტო კარლოსს აქვს ჩატარებული.
* ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული შეხვედრა - 171 - ალფრედო დი სტეფანომ 1953 წლის 27 სექტემბრიდან 1959 წლის 22 თებერვლამდე, 5 წლისა და 148 დღის განმავლობაში ყველა ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
* პივრელი "რეალის" ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში გამოძახეს ხუან მონხარდინი გახლდათ. 1922 წლის 17 დეკემბერს იგი ესპანეთის ნაკრების მაისურით პორტუგალიას დაუპირისპირდა.
* ყველაზე მეტი სანაკრებო შეხვედრა იკერ კასილიასს აქვს ჩატარებული - 156.
* ყველაზე მეტი სანაკრებო გოლი ფერენც ფუშქაშს აქვს გატანილი - 84.
* ყველაზე მეტი სანაკრებო გოლი მადრიდული კარიერის განმავლობაში რაულს აქვს გატანილი - 44.
* "ოქროს ბურთი(Ballon d'Or) "რეალის" 6 ფეხბურთელს აქვს მოგებული - ალფრედო დი სტეფანოს 1957 და 1959 წლებში, რაიმონდ კოპას 1958 წელს, ლუიშ ფიგუს 2000 წელს, რონალდოს 2002 წელს, ფაბიო კანავაროს 2006 წელს და კრიშტიანო რონალდოს 2013 წელს. (საუბარო უშუალოდ მადრიდის "რეალში" ასპარეზობის დროს).
* "ოქროს ბუცის" მოპოვება ორმა ფეხბურთელმა შეძლო - უგო სანჩესმა 1990 წელს, მან 38 გოლი გაიტანა, ხოლო კრიშტიანო რონალდომ 2011 და 2014 წელს, შესბაამისად 40 და 31 გატანილი გოლით.
* უეფას წლის ფეხბურთელად ორი მადრიდელია დასახელებული - 2000 წელს ფერნანდო რედონდო, ხოლო 2002 წელს ზინედინ ზიდანი.
* ფიფას წლის ფეხბურთელად 4 მადრიდელია დასახელებული - ლუიშ ფიგუ 2001 წელს, რონალდო 2002 წელს, ზინედინ ზიდანი 2003 წელს, ფაბიო კანავარო 2006 წელს. შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო 2010 წლიდან აღარ გაიცემა.
* ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ერთადერთი მადრიდელია დასახეებული - კრიშტიანო რონალდო. მან ეს ჯილდო სულ ახლახანს მოიპოვა.
* კლუბის სარეკორდო სატრანსფერო ღირებულება 85.3 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ამ კოლოსალურ თანხად 2013 წლის სექტემბერში "რეალმა" გარეთ ბეილი
"ტოტენჰემიდან" შეიძინა.
* ტრანსფერების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: (თანხა მოცემულია გირვანქა სტერლინგში)
1) გარეთ ბეილი 2013 წლის სექტემბერში "ტოტენჰემიდან" - 85.3 მლნ.
2) კრიშტიანო რონალდო 2009 წლის ივნისში "მანჩესტერიდან" - 80 მლნ.
3) ხამეს როდრიგესი 2014 წლის ივლისში "მონაკოდან" - 63 მლნ.
4) რიკარდო კაკა 2009 წლის ივლისში "მილანიდან" - 56 მლნ.
5) ზინედინ ზიდანი 2001 წლის ივლისში "იუვენტუსიდან" - 45 მლნ.
6) ლუიშ ფიგუ 2000 წლის ივლისში "ბარსელონადან" - 37 მლნ.
7) ასიერ ილიარამენდი 2013 წლის ივლისში "სოსიედადიდან" - 34 მლნ.
8) ქარიმ ბენზემა 2009 წლის აგვისტოში "ლიონიდან" - 30 მლნ.
9) ხაბი ალონსო 2009 წლის აგვისტოში "ლივერპულიდან" - 30 მლნ.
10) ლუკა მოდრიჩი 2012 წლის სექტემბერში "ტოტენჰემიდან" - 30 მლნ.
* ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი ანხელ დი მარია გახლავთ. რამდენიმე დღის წინ არგენტინელი "მანჩესტერში" გადაბარგდა. "რეალმა" მის სანაცვლოდ 59.7 მილიონი ფუნტი სტერლინგი აიღო.
* გაყიდული ფეხბურთელების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: (თანხა მოცემულია გირვანქა სტერლინგში)
1) ანხელ დი მარია 2014 წლის აგვისტოში "მანჩესტერში" - 59.7 მლნ.
2) მესუთ ოზილი 2013 წლის სექტემბერში "არსენალში" - 42.4 მლნ.
3) გონსალო იგუაინი 2013 წლის ივლისში "ნაპოლიში" - 34.5 მლნ.
4) რობინიო 2008 წლის სექტემბერში "სიტიში" - 32.5 მლნ.
5) ნიკოლას ანელკა 2000 წლის ივლისში "პსჟ"-ში - 22 მლნ.
6) არიენ რობენი 2009 წლის აგვისტოში "ბაიერნში" - 22 მლნ.
7) მაიკლ ოუენი 2005 წლის სექტემბერში "ნიუკასლში" - 17 მლნ.
8)კლოდ მაკელელე 2003 წლის სექტემბერში "ჩელსიში" - 16 მლნ.
9) ვესლი სნეიდერი 2009 წლის აგვისტოში "ინტერში" - 14 მლნ.
10) კლას-იაან ჰუნტელაარი 2009 წლის აგვისტოში "მილანში" - 13 მლნ.
* ყველაზე დიდხანს მადრიდის "რეალს" მიგელ მუნიოსი წვრთნიდა. ის 15 წელი უდგა სათავეში სამეფო კლუბს.(სხვადასხვა წლებში).
* ყველაზე მეტი მატჩი, როგორც მწვრთნელს მიგელ მუნიოსს აქვს ჩატარებული. იგი 604 შეხვედრაში ედგა სათავეში "მერენგებს". მან კლუბს 14ტიტული მოაგებინა.
* პირველი მატჩი "რეალმა" ჩაატარა "ბარსელონასთან" 1902 წლის 19 მაისს ალფონსო XIII-ის თასის ნახევარფინალში. მაშინ "ბლანკოსი" 1-3 დამარცხდა.
* პირველი მატჩი "ბერანებუზე" "რეალმა" ჩაატარა 1947 წლის 14 დეკემებერს "ბელენენსესთან". მაშინ "მერენგებმა 3-1 მოიგეს.
* პირველი ოფიციალური მატჩი "ბერანბეუზე" "რეალმა" ჩაატარა 1947 წლის 18 დეკემბერს "ესპანიოლთან". მაშინ "ბლანკოსმა" 3-1 იმარჯვა.
* პირველი მატჩი ევროთასებზე "რეალმა" ჩაატარა 1955 წლის 8 სექტემბერს "სერვეტეს" წინააღმდეგ. მაშინ "ბლანკოსმა" 2-0 იმარჯვა.
* პირველი მატჩი უეფას თასზე "რეალმა" ჩაატარა 1971 წლის 15 სექტემბერს "ბაზელის" წინააღმდეგ. მადრიდისტებმა ის მატჩი 2-1 მოიგეს.
* პირველი მატჩი ჩემპიონთა(დღევანდელი) ლიგაზე "რეალმა" ჩაატარა 1995 წლის 13 სექტემბერს "აიაქსთან" და დამარცხდა 0-1.
* პირველი მატჩი უეფას თასების თასზე "რეალმა" ჩაატარა 1970 წლის 17 სექტმებერს "ჰიბერნიანის" წინააღმდეგ. მატჩი ფრედ - 0-0 დასრულდა.
* პირველი მატჩი უეფას სუპერთასზე "რეალმა" ჩაატარა 1998 წლის 28 აგვისტოს "ჩელსის" წინააღმდეგ და დამარცხდა 0-1.
* პირველი მატჩი საკონტინენტთაშორისო თასზე "რეალმა" ჩაატარა 1960 წლის 3 ივლისს "პენაროლის" წინააღმდეგ. მატჩი ფრედ - 0-0 დასრულდა.
* პირველი მატჩი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "რეალმა" ჩაატარა 2000 წლის 5 იანვარს "ალ ნასრის" წინააღმდეგ. ის მატჩი "ბლანკოსმა" 3-1 მოიგო.
* პირველი მატჩი ლათინურ თასზე "რეალმა" 1955 წლის 22 მაისს ითამაშა "ბელენენსენსის" წინააღმდეგ და 2-0 მოიგო.
* რეკორდული გამარჯვება - 11-1 "ბარსელონას" წინააღმდეგ 1942-1943 წლების სეზონში "კოპა დელ რეიზე".
*რეკორდული გამარჯვება "ლა ლიგაში" - 11-2 "ელჩეს" წინააღმდეგ 1959-1960 წლების სეზონში
* რეკორდული გამარჯვება ევროთასებზე - 9-0 "ბოლდკლუბენის" წინააღმდეგ 1961-1962 წლების სეზონში.
* რეკორდული გასვლითი გამარჯვება - 1-7 "სარაგოსასთან" 1987-1988 წლებში და 0-7 "პრგრესთან" 1978-1979 წლების სეზონში.
* რეკორდული მარცხი - 1-8 "ესპანიოლთან" 1929-1930 წლების სეზონში
* რეკორდული მარცხი "კოპა დელ რეიზე" - 0-6 "ვალენსიასთან" 1998-1999 წლების სეზონში
* რეკორდული მარცხი ევროთასებზე - 0-5 "მილანთან" 1988-1989 წლების სეზონში
* რეკორდული მარცხი საშინაო არენაზე - 0-6 "ატლეტიკითან" 1930-1931 წლების სეზონში
* რეკორდული დაუმარცხებელი სერია "ლა ლიგაში" - 31 მატჩი - 1987-88 წლების სეზონის 36-ე ტურიდან 1988-89-ს 28-ე ტურამდე
* რეკორდული დაუმარცხებელი სერია შინ "ლა ლიგაში" - 121 მატჩი - 1956-57 წლების სეზონიდან 1964-65 წლების სეზონის ჩათვლით
* რეკორდული მოეგბათა სერია "ლა ლიგაში" - 15 მატჩი - 1960-61 წლების სეზონში
* რეკორდული წაგებათა სერია "ლა ლიგაში" - 5 მატჩი - 2008-09 წლების სეზონის 34-ე ტურიდან 38-ის ჩათვლით
* რეკორდული ფრედ დამთავრებულ მატჩთა სერია "ლა ლიგაში" - 4 მატჩი - 2006-07 წლების სეზონში
* რეკორდული მოუგებელი სერია "ლა ლიგაში" - 9 მატჩი - 1984-85 წლების სეზონში
* რეკორდული გოლის გატანის სერია "ლა ლიგაში" - 35 მატჩი - 1951-1952 და 1952-53 წლების სეზონებში
* რეკორდული გოლის გაუტანლობის სერია "ლა ლიგაში" - 3 მატჩი - 2001-02 წლების სეზონი
* რეკორდული სერია მატჩებისა, რომელშიც გოლი არ გაუშვია "რეალს" "ლა ლიგაში" - 7 მატჩი 1997-98 წლების სეზონში
* ყველაზე მეტი მოგებული შეხვედრა სეზონში "ლა ლიგაში" - 31 38-დან 2009-10 წლების სეზონში
* ყველაზე მეტი მოგებული შეხვედრა შინ სეზონში "ლა ლიგაში" - 18 19-დან 1987–88 და 2009-10 წლების სეზონებში
* ყველაზე მეტი მოგებული შეხვედრა გასვლაზე სეზონში "ლა ლიგაში" - 13 19-დან 2009-2010 წლების სეზონში
* ყველაზე მეტი ფრე სეზონში "ლა ლიგაში" - 15 34-დან 1978-1979 წლების სეზონში
* ყველაზე მეტი მარცხი სეზონში "ლა ლიგაში" - 13 34-დან 1973-1974 წლების სეზონში
* ყველაზე ცოტა მოგებული შეხვედრა სეზონში "ლა ლიგაში" - 7 18-დან 1929-1930 წლების სეზონში
* ყველაზე ცოტა ფრე სეზონში "ლა ლიგაში" - 1 18-დან 1929–30 წლების სეზონში, 1 22-დან 1934–35 და 1939–40 წლების სეზონებში
* ყველაზე ცოტა მარცხი სეზონში "ლა ლიგაში" - 0 218-დან 1931–32 წლების სეზონში
* ყველაზე მეტი გოლი სეზონში - 121 - 2011-12 წლების სეზონში
* ყველაზე ცოტა გოლი სეზონში - 24 - 1930-31 წლების სეზონში
* ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში - 71 - 1950-51 წლების სეზონში
* ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში - 15 - 1931-32 წლების სეზონში
* ყველაზე მეტი ქულა სეზონში - 66 ქულა 44 მატჩში 1986-87(მოგებაზე 2 ქულა) წლების სეზონში და 100 ქულა 38 მატჩში 2011-12 წლების სეზონში
* ყველაზე ცოტა ქულა სეზონში - 17 ქულა 18 მატჩში 1929-30(მოგებაზე 2 ქულა) წლების სეზონში და 70 ქულა 38 მატჩში 1995-96 წლების სეზონში
* როცა "რეალმა" 2011 წელს "კოპა დელ "რეიზე" იმარჯვა, მანამდე 18 წელი არ ჰქონდა ეს ტიტული მოგებული. სულ კი მადრიდელებს 19-ჯერ აქვთ სამეფო თასი აღმართული.
* მადრიდის "რეალი" ფიფას მიერ მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბად არის დასახელებული.
* რაულმა უკანასკნელი შეხვედრა "რეალში" 2010 წლის 24 აპრილს ჩაატარა. მაშინ "რეალმა" "სარაგოსას" 2-1 სძლია. 49-ე წუთზე გონსალესმა გოლიც გაიტანა.
* მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს "პიჩიჩი" 26-ჯერ აქვთ მოგებული. პირველი გამარჯვებული "ბლანკოსის" მხრიდან მანუელ ოლივარესი გახლდა. მან 14 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.
* ალფრედო დი სტეფანომ თავის პირველივე სეზონში მადრიდის "რეალში" (1953-54) 28 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.
* ანხელ დი მარია გახლავთ ფეხბურთელი, რომელმაც პირველმა გაიტანა წითელი მაისურით გოლი. "რეალს" წითელი ფორმით მანამდეც უასპარეზია, მაგრამ გოლი არასდროს ჰქონდა გატანილი.
* მადრიდულმა კლუბმა წოდება "რეალ" 1920 წლის 29 ივნისს ალფონსო მეცამეტისგან მიიღო.
* ვინსენტე დელ ბოსკემ 30 წელი გაატარა მადრიდის "რეალში".(როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა). ფეხბურთელობისას მან 9 ტიტული მოიგო, ხოლო მწვრთნელობისას - 7.
* ყველაზე ცუდი შედეგი "რეალს" "ლა ლიგაში" 1947-48 წლებში ჰქონდათ. მაშინ "მერენგები" მე-11 ადგილზე გავიდნენ.
* ყველაზე დიდხანს კლუბის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ გახლდათ. იგი 35 წლის განმავლობაში 1943 წლის სექტემბრიდან 1978 წლის ივნისამდე ედგა კლუბს სათავეში. ამ ხნის განმავლობაში "რეალმა" 6 ჩემპიონთა თასი, 16 "ლა ლიგა", 6 "კოპა დელ რეი" და 1 საერთაშორისო თასი მოიგო. ამ პერიოდში 8 მატჩზე იგი კლუბის მწვრთნელიც გახლდათ, რომლიდანაც "რეალმა" 5 მოიგო, ხოლო 3-ში დამარცხდა.
* 44-ე წუთი და 36-ე წამი - ეს ის დროა, როცა ზინედინ ზიდანმა გამარჯვების გოლი გაიტანა ლევერკუზენის "ბაიერის" კარში და კლუბს მეცხრედ მოუტანა ჩემპიონთა ლიგის ტიტული.
* კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალის" რიგით 47-ე მწვრთნელია.
* მადრიდის "რეალის" პირველი ოფისი სახელწოდებით "ალ კაპრიჩო" ალკალას ქუჩის #48-ში გახლდათ.
* 1980-იანი წლებში ემილიო ბუტრაგენიოს 50 დაუმარცხებელ მატჩიანი სერია დაუგროვდა, რაც დღემდე კლუბის რეკორდია.
* მადრიდის "რეალი" საერთაშორისო ტურნირის(შემდგომში საკონტინენტთაშორისო, ხოლო ახლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) პირველი გამარჯვებულია. 1960 წელს "მერენგებმა" "პენაროლს" 5-1 სძლიეს.
* კლუბის ზედმეტსახელი "Merengues" უბრალო ნამცხვარია, რომელიც კვერცხისგან მზადდება და მთლიანად თეთრია. ეს ზედმეტსახელი მადრიდელთა თეთრი ფორმიდან გამომდიარე შეერქვა. პირველად კლუბი ამ ზედმეტსახელით გაზეთ España Sportiva-ში მოიხსენიეს 1917 წლის 3 იანვარს.
* მადრიდის "რეალმა" მხოლოდ ორ ჩემპიონთა თასის(ჩემპიონთა ლიგის) გათამაშებაზე ვერ მიიღო მონაწილეობა - 1977-78 და 1996-97 წლებში.
* "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონს დღევანდელი სახელწოდება 1955 წლის იანვარში დაერქვა.
* "ბერნაბეუმდე" მადრიდის "რეალის" საშინაო არენებს ერქვა: Chamartin, the Velodromo de Ciudad Lineal, O'Donnell, Desmontes de Moncloa, La Estrada, Explanada de la Plaza de Toros და Hipodromo.
* "ბერნაბეუმ" 1964 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა, 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის, ხოლო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებშ ჩემპიონთა თასის(ჩემპიონთა ლიგის) ფინალს.
* ლუიშ ფიგუ მეთხუთმეტე ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონადან" "რეალში" გადავიდა. პირველი ალფონსო ალბენისი გახლდათ.
* 1980 წელს "კოპა დელ რეიზე" მოხდა პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა ერთი კლუბის პირველი და მეორე გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალში. მაშინ "რეალმა" "კასტილიას" 6-1 სძლია.
* მესუთ ოზილს მადრიდის "რეალში" 4-ჯერ აქვს მაისურის ნომერი შეცვლილი. თავდაპირველად, როცა ის გუნდში მოვიდა პრე-სეზონი 26 ნომრით ჩაატარა, ოფიციალური დებიუტი 19-ით ჰქონდა, შემდეგ 23 აირჩია, ხოლო რაფაელ ვან დერ ვაარტის გუნდიდან წასვლის შემდეგ 10 ნომრიანი მაისური მოირგო.
* 2002 წლის ოქტომბერში "ალავესის" წინააღმდეგ 64-ე წუთზე რონალდოს დებიუტი შედგა. "კიჭა" სადებიუტო შეხვედრაში დუბლით გამოირჩა. მაშინ მადრიდელებმა 5-2 იმარჯვეს.
* ფლორენტინო პერესი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც ორ სხვადასხვა დროს ჩაიბარა კლუბია. მანამდე ეს ადოლფო მელენდესმა მოახერხა.
* 1966 წელს, როცა "რეალმა" ჩემპიონთა თასი მოიგო, გუნდს Ye-Ye შეარქვეს. ეს იმიტომ, რომ გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული: ამანსიო ამარო, პაჩინი, პირი და მანუელ სანჩისი. უშუალოდ ეს სახელწოდება და "ბითლზების" სიმღერიდან - She Loves You' (yeah yeah yeah) გამომდიანრეობს. გუნდს ეს მეტსახელი "მარკამ" შეურჩია.
* 1998 წელს პრედრაგ მიატოვიჩის 67-ე წუთზე გატანილმა გოლმა "იუვენტუსთან" მადრიდის "რეალს" 32 წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა ჩემპიონთა თასის(ჩემპიონთა ლიგის) ტიტული.
* ფერნანდო მორიენტესი უკანასკნელი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. 2002 წელს "ლას პალმასთან" "რეალმა" 7-0 იმარჯვა.
* მადრიდის "რეალს" ჯამში 75 ოფიციალური ტიტული აქვს მოპოვებული.
* 1959-60 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე, სადაც "რეალმა" "აინტრახტი" 7-3 გაანადგურა, დღემდე ყველაზე უხვგოლიანი ფინალია.
* იკერ კასილიასი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც "რეალში" "გალაქტიკოდან" შემორჩა.
* გუტის მაისურზე თავისი გვარის შემდეგ ჰქონდა წარწერა - Haz. H - თავისი გვარის პირველი ასო იყო, A - ვაჟის აიტორის სახელის პირველი ასო, ხოლო Z - ქალიშვილის სარას(Zara) სახელის პირველი ასო.
* მადრიდის "რეალს" "ბარსელონასთან" და ბილბაოს "ატლეტიკთან" ერთად "ლა ლიგის" გათამაშების" ყველა სეზონშ აქვს მონაწილეობა მიღებული.
* "ლა ლიგაში" კრიშტიანომ პირველად და უკანასკნელად თერთმეტმეტრიანი 2009 წლის 5 დეკემბერს "ალმერიასთან" გააფუჭა.
*1982-83 წლებში, როცა კლუბს ალფრედო დი სტეფანო წვრთნიდა, "რეალმა" ანტი "ტრიპლეტი" შემოგვთავაზა. "მერენგები" "ლა ლიგაში" მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო ჩემპიონთა თასისა და "კოპა დელ რეის" ფინალები დათმეს.
* ჟოზე მოურინიოს წაუგებელ მატჩთა სერია ქვეყნის ჩემპიონატებში 2011 წლის 2 აპრილს "ბერნაბეუზე" დასრულდა. მაშინ "რეალმა" 0-1 ხიხონის "სპორტინგთან" დათმო.
* იკერ კასილიასის დებიუტი 1999 წლის სექტემბერში "სან მამესზე" "ატელტიკთან" შედგა, როცა მან ბოდო ილნერი შეცვალა. შეხვედრა 2-2 დასრულდა.
* ყველაზე მეტჯერ მადრიდის "რეალი" მწვრთნელი ლუის მოლოუნი იყო. ის 4-ჯერ, სხვადასხვა დროს დანიშნეს გუნდის მთავარ დამრიგებლად.
"მანკომუნადოსის" ტურნირი 23-ჯერ (რეკორდი) 1904-05, 1905–06, 1906–07, 1907–08, 1909–10, 1912–13, 1915–16, 1916–17, 1917–18, 1919–20, 1921–22, 1922–23, 1923–24, 1925–26, 1926–27, 1928–29, 1929–30, 1930–31, 1931–32, 1932–33, 1933–34, 1934–35, 1935-36 წლებში
"ლა ლიგა" 32-ჯერ (რეკორდი) 1931–32, 1932–33, 1953–54, 1954–55, 1956–57, 1957–58, 1960–61, 1961–62, 1962–63, 1963–64, 1964–65, 1966–67, 1967–68, 1968–69, 1971–72, 1974–75, 1975–76, 1977–78, 1978–79, 1979–80, 1985–86, 1986–87, 1987–88, 1988–89, 1989–90, 1994–95, 1996–97, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08, 2011-12 წლებში
"კოპა დელ რეი" 19-ჯერ 1905, 1906, 1907, 1908, 1917, 1933–34, 1935–36, 1945–46, 1946–47, 1961–62, 1969–70, 1973–74, 1974–75, 1979–80, 1981–82, 1988–89, 1992–93, 2010–11, 2013-14 წლებში
ესპანეთის სუპერთასი 8-ჯერ 1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003, 2008 წლებში
ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერთასის წინამორბედი) ერთხელ 1947 წელს
"ლა ლიგის" თასი ერთხელ 1985 წელს
ჩემპიონთა ლიგა 10-ჯერ (რეკორდი) 1955–56, 1956–57, 1957–58, 1958–59, 1959–60, 1965–66, 1997–98, 1999–2000, 2001–02, 2013-14 წლებში
უეფას თასი(ევროპის ლიგა) 2-ჯერ 1984–85, 1985–86 წლებში
ევროპის სუპერთასი 2002 და 2014 წელს
ლათინური თასი 1955, 1957 წლებში
მცირე მსოფლიოს თასი 1952, 1956 წლებში
იბეროამერიკანას თასი 1994 წელს
საკონტინენტთაშორისო თასი(მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) 3-ჯერ (რეკორდი) 1960, 1998, 2001 წლებში
"ბერანაბეუს" თასი 24-ჯერ (რეკორდი) 1981, 1983, 1984, 1985, 1987, 1989, 1991, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2003, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013 წლებში
ტერეზა ჰერერას თასი 8-ჯერ 1949, 1953, 1966, 1976, 1978, 1979, 1980, 1994 წლებში
რამონ დე კარანზას თასი 6-ჯერ 1958, 1959, 1960, 1966, 1970, 1982 წლებში
ლინეას თასი 5-ჯერ 1978, 1981, 1982, 1986, 2000 წლებში
პალმას თასი 4-ჯერ 1975, 1980, 1983, 1990 წლებში
კოლომბინოს ასი 3-ჯერ 1970, 1984, 1989 წლებში
ბარსელონას თასი 3-ჯერ 1983, 1985, 1988 წლებში
ეუსკადი ასგერაჩეს თასი 3-ჯერ 1994, 1995, 1996 წლებში
ფესტა დელ'ქსის თასი 3-ჯერ 1984, 1985, 1999 წლებში
კოსტა დელ სოლის თასი 1976 წელს
ვიგოს თასი ორჯერ 1981, 1982 წლებში
ნარანჯას თასი ორჯერ 1990, 2003 წლებში
ბენიტო ვილამარინის თასი 1960 წელს
მოჰამედ V-ს ტასი 1966 წელს
ანო სანტო კომპოსტელანოს თასი 1970 წელს
კარაკასის თასი 1980 წელს
მილანის თასი 2000 წელს
ხესუს გილის თასი 2005 წელს
ოილის თასი 2009 წელს
ბეკენბაუერის თასი 2010 წელს
ალიკანტეს თასი 2010 წელს
World Football Challenge-ის თასი 2011 წელს
npower Challenge-ის თასი 2011 წელს
- 31 აგვისტო 2014
- 9 223
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.