რონალდუ 18 დღე იუქმებს
მადრიდული გრანდის სამწვრთნელო შტაბი დასვენების საშუალებას მისცემს პორტუგალიელ მეგა-ვარსკვლავს.
Marca-ს ინფორმაციით, რონალდუს უახლოესი 18 დღის განმავლობაში მოუწევს უქმობა.ის გამოტოვებს ლა ლიგის მეორე ტურის დაპირისპირებას „რეალ სოსიედადთან,“ სანაკრებო ბატალიებს და დიდი ალბათობით, მადირულ დერბისაც, რომელიც 13 სექტემბერს უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის 4 ოფიციალური თამაშიდან, კრიშტიანუმ მხოლოდ ერთის დასრულება შეძლო ბოლომდე.
MARCA
- 30 აგვისტო 2014
- 3 376
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.