საშობაო ვახშამი
მადრიდის "რეალის" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებმა საშობაო ვახშამი გამართეს.
ტრადიციულად "რეალის" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებმა საშობაო ვახშამი გამართეს. ფლორენტინო პერესმა დიდებული პროექტი წარმოადგინა ამ სეზონში. "ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ" – განაცხადა ფლორენტინომ.
14:00 საათზე ფეხბურთელებმა შეკრება დაიწყეს. მეკარეები კასილასი, დუდეკი და ადანი პირველები იყვნენ. გონსალო იგუაინი და ეზეკილ გარაი ერთად გამოცხადდნენ. ემოციური დახვედრა მოუწყვეს გუნდის კაპიტან რაულს. მას მიულოცეს ქალიშვილ მარიის დაბადება. ალფრედო დი სტეფანოც მალე შეუერთდა ვახშამს.
კრისტიანო რონალდოს, კაკას, ბენზემასა და გარაისთვის ეს პირველი შეკრება იყო. რამოსი საუბრობდა რაულთან და სერხიო ლიულიასთან ერთად. ისინი დაიტნერესებულნი იყვნენ პეპეს ტრავმით. ვახშამზე იყო ძალიან ბევრი ახალწვეული.
ასევე ვახშამს ესწრებოდნენ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო, გენერალური დირექტორი მიგელ პარდესა და ურთიერთობების მენეჯერი ემილიო ბუტრაგენიო. საკალათბურთო სექციის დირექტორი ანტონიო მასეირასი.
დადგა 15:00 საათი და ყველა მიუსხდა მაგიდებს. საშობაო ვახშამი დაიწყო. მთავარ მაგიდაზე ისხდნენ: ფლორენტინო პერესი, ალფრედო დი სტეფანო, ორივე გუნდის კაპიტნები რაული და ფელიპე რეიესი, საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელები ეტორე მესინა და მანუელ პელეგრინი, საკალათბურთო გუნდის ვიცე–პრეზიდენტი ემილიანო როდრიგესი, დამხმარეები ფერნანდო ტაპიასი და ედუარდო ფერნანდეს დე ბლასი.
დანარჩენ მაგიდებზე დაყოფილნი იყვნენ ფეხბურთელები და კალათბურთელები. მაგალითად, დე ლა რედი, გრანერო, ხაბი ალონსო, ადანი, არბელოა და ალბიოლი შეუერთდნენ ვან დენ შპიგელს და ნერველეს. გუტი, კასილასი, რამოსი, იგუაინი და გარბახოსა ისხდნენ გარბახოსასთან, ლულისთან და სერხი ვიდალთან ერთად. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მეგობრული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
ვახშმის დროს სიწყნარე იყო. დესერტის შემდეგ ფლორენტინო პერესმა შეკრებილთ ბედნიერი შობა უსურვა. "ეს კლუბი იმისთვის შეიქმნა, რათა გაიმარჯვოს და იყოს გამორჩეული. ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტს უნდა მივაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება. მეტოქეს მუდამ უნდა ვსცეთ პატივი".
ასევე მან მიულოცა საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებს წარმატებული ასპარეზობა. "თქვენ გაქვთ მცირე დრო დასვენებისთვის. ბევრი შრომა და ბროლის გადატანა მოგიწევთ, რათა მოიგოთ ყველა ტიტული. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ".
ბოლოს კი პერესმა დაასრულა სიტყვა: "დარწმუნებული ვარ დასახულ მიზნებს მივაღწევთ".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 15 დეკემბერი 2009
- 4 677
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.