კლუბი ფალკაოს ალტერნატივებს განიხილავს
ფლორენტინო პერესს როგორც ჩანს უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ფორვარდის დამატება, რადგან კარიმ ბენზემას შემცვლელი სჭირდება. თანაც გუნდი ჩაბი ალონსომ და ანხელ დი მარიამ დატოვეს, ერთადერთი ფეხბურთლი, რომელიც დღესდღეობით სკამზე ზის და შეტევის გაზრდის პოტენციალი აქვს ისკო ალარკონია, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის...
ფლორენტინო პერესი "მონაკოსთან" და თავად რადამელ ფალკაოსთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. საუბარი 60 მილიონ ევროზე, რომელსაც ფრანგული კლუბი ითხოვს. თავის მხრივ, არც ესპანელი პრეზიდენტი არიდებს ამ ციფრს თავს.
იმ შემთხვევაში თუ კოლუმბიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები არ შედგება, გეგმა "ბ" უკვე გამზადებულია, მადრიდელები მაშინვე შეეცდებიან ალვარო ნეგრედოს დამატებას. თუკი ექს "დედაქალაქელი" უარს იტყვის კლუბის შეცვლაზე, მაშინ "ბლანკოსი" ფერნანდო ლორენტესთან ეცდება თანამშრომლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, კარგი შეთავაზების შემთხვევაში ტურინის "იუვენტუსი" ფორვარდს უპრობლემოდ გაუშვებს.
- 29 აგვისტო 2014
- 3 802
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.