მშვიდობით, მაესტრო!

ცოტა ხნის წინ ბასკი ნახევარმცველის ტრანსფერი "ბაიერნში" ოფიციალურად დადასტურდა.

ფლორენტინო პერესი თავის ჩვეულ სატრანსფერი პოლიტიკას კვლავაც აგრძელებს და ყიდის იმ ფეხბურთელებს, რომელიც გუნდისთვის განუყოფლები არიან და მათ გარეშე სამეფო კლუბი არცისე ძლიერ და დამანგრეველ ძალას წარმოადგენს.

თავდაპირველად პერესის მსხვერპლი ანხელ დი მარია გახლდათ, რომლის წყალობით გუნდი 12 წლიანი სირცხვილის ლაფიდან ამოვიდა და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა, რომელზეც აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობდნენ მადრიდისტები. მატჩის მთავარი მოქმედი პირი და არამარტო ამ მატჩის, არამედ მთლიანი სეზონის გმირი ანხელი გახლდათ, რომლმაც შეძლო და საოცარი თამაშით გუნდს გამარჯვება მოუპოვა. ბევრს ეგონა, რომ გარემარბისთვის გასული სეზონი საუკეთესო იყო და იგი კლუბში უფრო ღრმად მოიკიდებდა ფეხს, მაგრამ ფლორენტინომ არც კი აცალა ახალ სეზონს დაწყება და გუნდის საუკეთესო მოთამაშე ინგლისში გაუშვა.

ამ უდიდესი შეცდომის ფონზე, მადრიდისტებმა მიიჩნიეს, რომ მადრიდის "რეალის" სარდლობა არ დაუშვებდა კიდევ ერთ შეცდომას და სატრასფერო ფანჯარაზე მაქსიმალურად შეეცდებოდა მნიშვბნელოვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას, მაგრამ არც ახლა გამართლდა იმედები. პერესი რის პერესია თუ ფულზე არ გააკეთა აქცენტი და კლუბიდან გუნდის ხერხემალი, უნიკალური ფეხბურთელი, ხაბი ალონსო გაუშვა.

ბასკი ნახევარმცველი იმ ეპოქის დასაწყისი იყო, რომელსაც პერესი დღემდე აშენებს, მაგრამ მისი ბიზნესის კეთილდღეობისთვის ამ ეპოქას დასაწყისი არ უწერია. 2002 წლის შემდეგ, როდესაც "ლოს გალაქტიკოსის" ნგრევა და დაშლა დაიწყო, პერესმა მიზნად დაისახა ახალი გალაქტიკოს ჩამოყალიბება. იგი 2009 წელს მოვიდა კლუბის სათავეში და დაიწყო არანორმალურად დიდი თანხების ხარჯვა ფეხბურთელებში. 2009 წელს მისი ერთ-ერთი შენაძენი სწორედ ბასკი წარმომავლობის ესპანელი გახლდათ, რომლიც ლივერპულში ირჯებოდა. პრეზიდენტმა მასში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა და გუნდის ძირითად შემადგნლობაში გაამწესა იმ იმედით, რომ ცენტრალური ნახევარდაცვის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებდა და გახდებოდა
იმ დონის მოთამაშე რა დონესაც კლოდ მაკელელ აჩვენებდა, რომელიც ასევე მისი მიუტევებლი შეცდომის გამო წავიდა კლუბიდან 2003 წელს.

ალონსოს არ გასჭირვებია გუნდთან ადაპტაცია და ბოლომდე გახსნა. იგი თითოეულ ჩატარებულ მატჩში, ავლენდა თავის სიდინჯეს, მოხერხებულობაას და გონიერებას. იგი ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, რომელიც გუნდის ხერხემალს წარმოადგენდა და მის გარეშე კლუბი ქაოსურად იწყებდა შეტევას და ასევე ქაოსურად მოქმედებდა დაცვაში. ბასკის მოედანზე ყოფნა მაყურებელს ამშვიდებდა და სიტუაციას ალაგებდა. საოცარი მოედნის ხედვის ფონზე, შეეძლო ბურთის კონტროლი და განაწილება არანორმალური სიზუსტის გრძელი, თუ მოკლე პასებით.

[centre][/centre]


დროთა განმავლობაში ჩაბი თანდათანობით დაიხვეწა, გუნდში კი ხშირად უწევდა ლიდერის ფუნქციის მორგება, როდესაც სხვები გაბრუებულები და უსუსურები დაიარებოდნენ მოედანზე. იგი არამარტო პასების განაწილებით იჩენდა თავს,არამედ ესპანელს შეეძლო მოედნის ცენტრში უნიკალური და გაუვალი ყოფილიყო. მისი მოძრობა, პროფესიონალიზმი და ბურთის ართმევის ხილვა ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ.


[centre][/centre]


ბუნებრივია ასაკი იმატებს, სათამაშო დონე კი იკლებს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ალონსოს კლუბი დაატოვებინეს, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ არ შეეძლო მაღალ დონეზე თამაში, არ შეეძლო მეტოქისთვის პრობლემის შექმნა, არ შეეძლო ესწავლებინა ახალგაზრდა ნახევარმცველებისთვის რაიმე ახალი და არ მიეცა რჩევა დარიგება. იგი გახლდათ თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მაესტრო, საუკეთესო საუკეთესოთა შორის, მაგრამ როგორც ყველა რეალის ფეხბურთელი ისიც პერეის სატრასნფერო პოლიტიკას შეეწირა და კლუბის დატოვება მოუწია.

რათქმაუნდა დარდით და ვარამით მას უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია წითლწვერას ბედნიერი და ტიტულებით დახუნძლული გზა ვუსურვოთ. ჩვენ არ დაგვავიწყდება ის ემოციები, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოხატა, არ დაგვავიწყდება მისი გიჟური შევარდნა მოედანზე და ზღვა სიხარული. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდის "რეალის" სიდიადეს, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგული იყო საფუძველი ჩაუყარა და გახდა იმ ახალი ეპოქის დასაწყისი, რომელსაც ხალხი შესტრფის. ალონსო გახლდათ ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო გალაქტიკოს მსგავსად თეთრი ბალეტით მოეჯადოვებინა მაყურებელი და მათი სიყვარული მოეპოვებინა.

მშვიდობით, მაესტრო!



მშვიდობით, ბოს!


მშვიდობით, მაესტრო!

  • nick2010
  • 28 აგვისტო 2014
  • 6 128
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)