„ბაიერნი“: „ჩაბის კიდევ 2 წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში“
მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები ჩაბი ალონსოს ტრანსფერთან დაკავშირებით განაცხადებებს აკეთებენ.
„ბაიერნის“ ფინანსისტმა იან კრისტიან დრესეენმა ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ მადრიდულ გრანდთან ჩაბი ალონსოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი ფეხბურთელი დღეს სამედიცინო შემოწმებას მიუნჰენში გაივლის, ხოლო შემდეგ კი კვლავ მადრიდში დაბრუნდება, რათა გუნდთან და თანაგუნდელებთან დამშვიდობება მოახერხოს.
„რეკორდმაისტერის“ სპორტული დირექტორის მატიას ზამერის განცხადებით, ბასკ ფეხბურთელს კიდევ ორი წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზეობა და მისი სახით პეპ გუარდიოლამ ნახევარდაცვის ხაზი უფრო განაძლიერა.
Marca
- 28 აგვისტო 2014
- 3 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.