ჩაბი ალონსო ესპანეთის ნაკრებს გამოემშვიდობა
მადრიდის "რეალის" ბასკმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ ეროვნული ნაკრები დატოვა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა...
"ძალიან მძიმე სათქმელია, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემ კარიერაში დადგა ის მომენტი, როდესაც ეროვნული ნაკრების ღირსება აღარ უნდა დავიცვა."
"მე იმ ოქროს თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ოცნების გუნდი შექმენა და პროგრესი თვალნათლივი გახადა. ჩვენ ორჯერ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ კი მსოფლიო თასს დავეუფლეთ, თანაც ეს უმოკლედ დროში მოვახერხეთ."
"2003 წლის 30 აპრილი არასდროს დამავიწყდება, რადგან სწორედ მაშინ შედგა ჩემი დებიუტი ესპანეთის ნაკრებში. მას შემდეგ 11 წელიწადი გავიდა და ბევრი ტკბილი მოგონება დამრჩა, ეს იყო დიდი მარათონი, რომელსაც ახლა დავუსვი წერტილი."
"ყველაზე დიდი მადლობას გულშემატკივრებს ვუხდი, ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ და ეროვნული ნაკრებს სახელს სკანდირებდნენ. რომ არა ფანები, ჩვენ მსგავს წარმატებას ვერ მივაღწევდით, ისინი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ."
"მთავარ მწვრთნელებს უდიდეს მადლობას მოვახსენებ, განსაკუთრებით ეს აწ გარდაცვლილ ლუის არაგონესსა და ვისენტე დელ ბოსკეზე ითქმის, მათ სასწაული შეძლეს და 6 წელიწადში სამჯერ მოგვაპოვებინეს ოქროს მედლები."
"დიდ მადლობა ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც ესპანეთის ნაკრებთან არის დაკავშირებული. ჩემი "ფურია როხაში" ასპარეზობის დროს არაერთი ფეხბურთელი გამოვიდა მოედანზე წითელი მაისურით, მათ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოვუხატავ."
"ახლანდელ და მომავალ თაობას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ ესპანეთის ეროვნული გუნდი კიდევ მრავალჯერ იტყვის საკუთარ სიტყვას."
ნახვამდის...
- 27 აგვისტო 2014
- 1 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.