ილიარამენდის შანსები კიდევ უფრო მცირდება
მას შემდეგ, რაც სამი ხედირას მადრიდის "რეალში" დარჩენის საკითხი გადაწყდა, ასიერ ილიარამენდის შანსები კიდევ უფრო შემცირდა...
კარლო ანჩელოტი ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ბასკი ფეხბურთელი ძალიან სასარგებლოა და ის სამეფო კლუბს დიდ დახმარებას გაუწევს. თუმცა თამაშიდან თამაშამდე ყველა კარგად ხედავს, რომ ილიარამენდის საქმეში არ არის, ის მხოლოდ ვარჯიშებით არის დაკავებული.
"ბლანკოსის" ცენტრში დიდი კონკურენციაა. ლუკა მოდრიჩს შემცვლელი არ ჰყავს. ტონი კროოსი და ჩაბი ალონსო გამალებით ებრძვიან ერთამანეთს, ხამეს როდრიგესს კი ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, ამასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ, რომ კოლუმბიელსა და ბასკს ერთი პოზიცია არ აქვთ. ამ სიას კი სამი ხედირაც დაემატა, რომელიც ასიერზე ბევრად მაღალ დონეზე ასპარეზობს.
როგორც ჩანს ილიარამენდის ბოლო მაინც სხვა კლუბში გადასვლა იქნება. მისით დაინტერესებული ორ კლუბია ბილბაოს "ატლეტიკისა" და იტალიური "ნაპოლის" სახით, თუმცა ჯერ-ჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, მიზეზები კი უცნობია. ვარაუდის დონეზე, ესპანელი ნახევარმცველის წასვლას მთავარი მწვრთნელი ეწინააღდეგება, თუმცა პერესი ხედავს, რომ ილარამენდი მხოლოდ ვარჯიშებზე აქტიურობს, თამაშში კი იშვიათად ერთვება.
ილარას არცერთი სათამაშო წუთი არ მიუღია მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ორ რაუნდიდან ბრძოლაში, იგივეს თქმა შეიძლება "კორდობასთან" პაექრობაზე, სადაც კარლომ მატცში ისკო და ხედირა ჩართო.
ბასკი ნახევარმცველი არც შარშან მოიაზრებოდა სასტარტოს ფეხბურთელად, თუმცა ის შეცვლებზე ხშირად გამოდიოდა. ახლა კი სიტუაცია აშკარად შეცვლილია, რადგან კლუბის ნახევარდაცვას ტონი კროოსი დაემატა, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ხამეს როდრიგეის. გამოდის, რომ კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი გახდა, აქედან გამომდინარე ასიერის შანსები ნელ-ნელა ნულს უტოლდება, რაც მის კარიერაზე თავისთავად უარყოფითად აისახება.
- 27 აგვისტო 2014
- 1 937
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.