Le 10 Sport : "რეალმა 60 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა"
პრესაში უკვე არაერთი ინფორმაცია ჩნდება იმის შესახებ, რომ რადამელ ფალკაო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამეფო კლუბის ფორმას მოირგებს...
უკვე გაცნობეთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი "იუვენტუსთან" აწარმოებდა ხანგრძლივ მოლაპარაკებებს, თუმცა მისმა აგენტმა ხორხე მენდეშმა განაცხადა, რომ კოლუმბიელის იტალიაში თამაში არ სურდა. ამას დაემატა ისიც, რომ "მონაკომ" ფეხბურთელს საბოლოო ფასი დაადო, რომელმაც 60 მილიონი ევრო შეადგინა. "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ კი მაშინვე ხელი ჩაიქნია, რადგან ამხელა თანხის გადახდა იტალიური კლუბის წარმომადგენლების არ ძალუძთ.
გუშინდელი ინფორმაციით ფლორენტინო პერესს 1 წლიანი იჯარა სურდა და მზად იყო ჯიბე 12.5 მილიონი ევროთი გაეთხელებინა, მაგრამ ფრანგებმა პრეზიდენტის სურვილი არ დააკმაყოფილეს და განაცხადეს, რომ ფეხბურთელის დროებით გაშვება არ აწყობთ.
დღეს კი უკვე ვრცელდება არაერთი ჭორი იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება მიიღო და "მონაკოს" 60 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს სწორედ ის თანხაა, რაც ფრანგებმა იტალიელებს მოთხოვეს.
ფალკაოს გუნდის პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დიდია შანსი იმისა, რომ შეთანხმება შედგეს და რადამელმა სულ მალე თეთრი მაისური მოირგოს.
- 27 აგვისტო 2014
- 2 747
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.