"რეალმა" ამ ზაფხულს 111.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა და 115 დახარჯა

მადრიდის "რეალი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა, რომელიც ანხელ დი მარია აღმოჩნდა და რომლის სანაცვლოდან მანჩესტერ "იუნატედმა" სამეფო კლუბის ბიუჯეტში 75 მილიონი ევრო ჩარიხა, 9 მილიონ ევროს კი 1 წლის მანძილზე დაფარავს...

არგენტინელი ფეხბურთელის გარდა ფლორენტინო პერესმა გუნდიდან ალვარო მორატაც დაითხოვა, რომლის სანაცვლოდაც საკუთარი კლუბის ბიუჯეტი 22 მილიონი ევროთი გაამდრიდა. ამას ემატება ეზეკილ გარაისა და ნური შაჰინის სრული უფლებების გაყიდვა. მოგეხსენებათ, თურქი და არგენტინელი ფეხბურთელების სატრანსფერო უფლებების გარკვეულ პროცენტს სწორედ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ფლობდა.

საბოლოო ჯამში სამეფო კლუბმა გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ ბიუჯეტი 111.5 მილიონი ევროთი შეავსო.

გადავიდეთ შენაძენებზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პერესის გასავალი მიმდინარე ბაზარზე მხოლოდ 3.5 მილიონ ევროს უტოლდება, რაც პირველ რიგში ანხელ დი მარიას დამსახურებაა. ხამეს როდრიგესში გადახდილი ასტრონომიული თანხა, დი მარიამ უხეშად რომ ვთქვათ "ამოიღო". მადრიდის "რეალმა" ზაფხულში 115 მილიონი ევრო დახარჯა. კოლუმბიელი ბომბარდირი 80 მილიონი დაჯდა, ხოლო კროოსსა და კეილორ ნავასს შესაბამისად 25 და 10 მილიონი დასჭირდათ.

  • Hala
  • 27 აგვისტო 2014
  • 3 269
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)