Marca-ს ექკლუზივი - დი მარიას წერილი მადრიდისტებს
ანხელ დი მარიამ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა, სადაც საკმაოდ საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება...
"ჩემი მადრიდული კარიერა დასრულებელია. ვერ აგიღწერთ თუ რას ვგრძნობ ამ მომენტში, როდესაც გემშვიდობებით. მე აქ 4 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე და ტიტულების მოგება მოვახერხე, რამაც უდიდესი ბედნიერება მომანიჭა, ის სიტუაცია არასდროს დამავიწყდება. ამაყი ვარ, რომ მადრიდის "რეალის" მაისური მეცვა."
"სამწუხაროდ, დღეს მე წავედი და ესპანეთის დედაქალაქში აღარ ვიცხოვრებ. ჩემი მისამართით ზაფხულში არაერთი ტყუილი და ცრუ ბრალდება გაისმა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა მადრიდის "რეალის" დატოვება და ამას ვერავინ დამაბრალებს. ესპანური კოლექტივი ძალიან მიყვარს და არასდროს დამავიწყდება მათთან გატარებული წუთები. ყოველთვის იმას ვითხოვდი, რომ ჩემ მიმართ სამართლიანები ყოფილიყვნენ, სხვაგვარად კომფორტი არ მექნებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად არაფერშუაშია ჩემი ხელფასი. შეთანხმება ორმხრივი იყო და ახლა მანჩესტერ "იუნაიტედის" ღირსებას დავიცავ."
"ვფიქრობ, "ლა დესიმას" მოგებაში დიდი წვლილი შევიტანე, არასდროს დამიზოგავს თავი და მოედანზე ბოლომდე ვიბრძოდი, ჩემი მიზანი "ბლანკოსის" გულშემატკივრების გახარება და 12 წლიანი ლოდინის შემდეგ თასის მოგება იყო, ის მომენტები ჩემი ცხოვრებიდან არასდროს წაიშლება."
"დიდ მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს და აბსოლუტურად ყველას, ვინც სამეფო კლუბთან არის დაკავშირებული, ისინი ყოველთვის თბილად მეპყრობოდნენ და მაგრძნობინებდნენ, რომ კლუბს ვჭირდებოდი. ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩემ ოჯახს, რომელის ყოველთვის მხარში მედგა და დიდ სტიმულს მაძლევდა."
"მე "რეალში" დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან გამომადგა. ვიმედოვნებ, ინგლისში ესპანური ნიუანსები დამეხმარება და წარმატებას მივაღწევ."
"ყველაზე დიდ მადლობს გულშემატკივრებს ვუხდი. არასდროს დამავიწყდება მათი შეძახილები, როდესაც ჩვენ ევროპის სუპერთასი მოვიგეთ, მაშინ ჩემი წასვლის შესახებ სპეკულაციები არ წყდებოდა, "ინჩასები" კი თავგამოდებით მიჭერდნენ მხარს, მე მათ უდიდეს პატივს ვცემ."
Hala Madrid !!!
თქვენი ანხელ დი მარია
- 26 აგვისტო 2014
- 9 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.