ანხელმა რეკორდი დაამყარა
ანხელ დი მარია რეკორდსმენი გახდა, რადგან ის ყველაზე სარფიან ფასში გაყიდა მადრიდის "რეალმა"...
არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სამეფო კლუბის ბიუჯეტში ყველა ხარჯის გათვალისწიენბით 84 მილიონი ევრო ჩაირიცხა, რაც თავისთავად ძალიან სოლიდური თანხა გახლავთ, სწორედ ამის საფუძველზე "ელ ფიდეო" რეკორდსმენი გახდა, მან დაამხო მესუთ იოზილის რეკორდი, რომელმაც "არსენალს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა, რამდენიმე თვის შემდეგ კი კლუბმა "მეთოფეებისგან" დამატებით 5 მილიონიც მიიღო.
დი მარიამდე "რეალი" არაერთ ლიდერს შეელია. მაგალითისთვის მოვიყვანოთ არიენ რობენი, კლოდ მაკელელე, ოუენი და სხვები.
გთავაზობთ ტოპ ათეულს. ამ ათ მოთამაშეში "მერენგებმა" ყველაზე დიდი თანხა აიღეს.
1)ანხელ დი მარია - მანჩესტერი 84 მილიონი ევრო
2)მესუთ იოზილი - არსენალი 50 მილიონი ევრო
3)რობინიო - სიტი 42 მილიონი ევრო
4)გონსალო იგუაინი - ნაპოლი 37 მილიონი ევრო
5)ნიკოლა ანელკა - პარისენჟერმენი 31 მილიონი ევრო
6)არიენ რობენი - ბაიერნი - 25 მილიონი ევრო
7)მაიკლ ოუენი - ნიუკასლი - 24 მილიონი ევრო
8)კლოდ მაკელელე - ჩელსი -24 მილიონი ევრო
9)კლარენს ზეედორფი - ინტერი - 24 მილიონი ევრო
10)ალვარო მორატა - იუვენტუსი 22 მილიონი ევრო
ციფრები, ციფრებად რჩება, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიკოლა ანელკასა და კლარენს ზეედორფის დროს ფეხბურთელში 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდა ნამდვილ სენსაციად ითვლებოდა.
- 26 აგვისტო 2014
- 4 375
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.