"რეალი" ფალკაოს მიუბრუნდა
ფრანგულ პრესაზე დაყრდნობით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ანხელ დი მარიას გაყიდვის შემდეგ რადამელ ფალკაოს დამატებაზე დაფიქრდა...
მოგეხსენებათ, მთელი ზაფხული მიმდინარეობდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქისკენ აიღებდა გეზს, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ახლა გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ფლორენტინო პერესს უკვე თამამად შეუძლია "მონაკოს" მიერ დასახელებული თანხის გადახდა. რადამელი 60 მილიონ ევროდ ფასობს, ანხელში კი პრეზიდენტმა 80 მილიონი ევროთი შეავსო საკუთარი კლუბის ბიუჯეტი.
გარდა "ბლანკოსისა" ფეხბურთელის შეძენას ტურინის "იუვენტუსიც" ცდილობს, მაგრამ იტალიელებს ამხელა თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ.
- 26 აგვისტო 2014
- 2 782
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.