კასილასი: "დრაკონი ბლანკოსის აღმავლობას ასახავს"
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, იკერ კასილასმა, ბლანკოსის ახალი ფორმის პრეზენტაციის დროს კომენტარი გააკეთა.
"გასული ოთხი წელი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა ჩვენთვის. რადგან ზედიზედ მოვახერხეთ ნახევარფინალში გასვლა. საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავედით და თასიც აღვმართეთ. არასდროს დამავიწყდება ის გრძნობა და ის ემოცია. იმედი მაქვს მიმდინარე სეზონში მოვახერხებთ ჩემპიონის ტიტულის დაცვას. და ევროპის სუპერთასსაც ზედიზედ მეორედ აღვმართავთ."
"ჩვენი უდიდესი სურვილია მეთერთმეტედ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ყველაფრის მიუხედავად ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბთან ერთად ყველაფერს გააკეთებს გულშემატკივრების კიდევ ერთხელ გასახარებლად."
Defensacentral.com
- 26 აგვისტო 2014
- 2 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.