პაკო გარსია: "კასილასის ფსიქიკური მდგომარეობა შემაშფოთებელია"
Marca-ს რადიოს მთავარმა დირექტორმა, იკერ კასილასის ფსიქიკაზე ისაუბრა.
პაკო გარსიას განცხადებით, სამეფო კლუბის სამწვრთნელო შტაბი გაოგნებულია იკერ კასილასის ფსიქოლოგიური მდგომარეობით. კარლო ანჩელოტი და ფერნანდო იერო მადრიდელთა კაპიტანს ამჩნევენ უხასიათობას და ცდილობენ მიზეზის გაგებას.
გარსია თვლის, რომ მოედანზე კაპიტანი გუნდის მოტივაცია უნდა შეძლოს, იკერი კი აქეთ არის დასახმარებელი, რადგან მას პრობლემების დაძლევა სჭირდება.
ასევე მარკას დირექტორმა განაცხადა, რომ შესაძლოა კარლო ანჩელოტის სანანებელი გაუხდეს გუნდიდან დიეგო ლოპესის გაშვება. გარსიას ამის თქმის საბაბს ისევ და ისევ იკერის მდგომარეობა აძლევს.
bernabeudigital.com
- 26 აგვისტო 2014
- 6 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.