არბელოას შანსები მინიმუმამდე შემცირდა
გუშინ ალვარო არბელოამ "კორდობას" წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
გუშინდელ დაპირისპირებაში, კარლო ანჩელოტიმ ნდობა გამოუცხადა ესპანელ ფეხბურთელს, ალვარო არბელოას და პირველივე წუთებიდან გამოიყვანა მოედანზე. მართალია მადრიდელთა 17-მა ნომერმა მთავარი მწვრთნელისგან შანსი მიიღო, თუმცა მან მოლოდინი ვერ გაამართლა.
ალვარო ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა და საბოლოოდ მის ნაცვლად მწვანე მინდორზე დანი კარვახალი გამოვიდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ არბელოას შანსი იკერთან ცუდი ურთიერთობის გამო არ ეძლეოდა, თუმცა სრულიად საფეხბურთო სამყარომ დაინახა ესპანელი მცველის უთამაშებლობის მიზეზი. იგი ფორმიდან სრულად ამოვარდა.
bernabeudigital.com
- 26 აგვისტო 2014
- 2 554
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.