დი მარია მანჩესტერში ჩავიდა
ანხელ დი მარია უკვე ქარინგტონშია, სადაც იგი "მანჩსტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებს შეხვდება.
მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბი უკვე გამოემშვიდობა არგენტინელ ფეხბურთელს და მას წარმატებები უსურვა. დი მარია გუშინ ღამე მანჩესტერში ჩაფრინდა, სადაც იგი წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობას შეხვდება და კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკებს.
ორშაბათს დოკუმენტაცია ბრიტანულ კლუბს უკვე მზად ჰქონდა. 26 წლის ფეხბურთელმა შემოთავაზება განიხილა და მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით ანხელ დი მარიას სანაცვლოდ მანჩეტერ "იუნაიტედი" მადრიდის "რეალს" £59.7 მილიონს გადაურიცხავს, რაც ევროებში გაცილებით მეტი გახლავთ.
Insidespanishfootball.com
- 26 აგვისტო 2014
- 3 042
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.