იუნაიტედი და რეალი შეთანხმდნენ
მანჩესტერ იუნაიტედმა და რეალმა დი მარიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, აღნისნული ინფორმაცია უახლოეს საათებში ოფიციალურადაც დადასტურდება.
წითელი ეშმაკები არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 81 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად ფეხბურთელი უკვე გაემგზავრა ინგლისში პირადი კონტრაქტის შესათანხმებლად. გავრცელებული ინფორმაციით, მას უფრო მაღალი ხელფასი ექნება ვიდრე რუნის.
ანხელის ტრანსფერი იქნება ყველაზე ძვირადღირებული პრემიერლიგაში, გააუმჯობესებს რა ფერნანდო ტორესის ღირებულებას (2011 წელს ტორესი ლივერპულიდან ჩელსიში 63 მილიონ ევროდ გადავიდა).
დი მარია მანჩესტერ იუნაიტედის მეოთხე შენაძენი იქნება, ანდერ ერერას, ლუკ შოუსა და მარკოს როხოს შემდეგ. საერთო ჯამში ნახევარმცველის ტრანსფერზე 188 მლნ. ევროზე მეტი დაიხარჯება (იგულისხმება კონტრაქტი, ბონუსები და ტრანსფერის ღირებულება).
- 26 აგვისტო 2014
- 2 266
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.