ვან დერ ვაარტი: "ახლა უკვე ბედინერი ვარ"
რაფაელ ვან დერ ვაარტმა განაცხადა, რომ ბედნიერია რადგან იგი ისევ თამაშობს.
თქვენი მდგომარეობა შეიცვალა...
დიახ ეს ასეა. უკვე რამოდენიმე მატჩი ზედიზედ ჩავატარე და ძალიან გახარებული ვარ. როგორც ჩანს, მწვრთნელი მენდობა და მინდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყო.
შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე კომფორტულად გრძნობთ თავს?
რა თქმა უნდა. ამ პოზიციიდან მე პასის გაკეთებაც შემიძლია და გოლის გატანაც. ასე რომ მე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.
როგორ ფიქრობთ, გუნდში ვითარება შეიცვლება?
დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ახლა უკეთ ვთამაშობთ და ვფიქრობ მეც ვიქნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მადრიდის "რეალი" არის მსოფლიოს საუკეთსო კლუბი.
როდესმე გიფიქრიათ "რეალის" დატოვებაზე?
არასოდეს.
პელეგრინიმ განაცხადა, რომ თქვენ ასევე დაცვის დახმარებაც შეგიძლიათ თამაშის დროს? რთულია ამ ყველაფრის მოსწრება?
არა. მე ძალიან მომწონს, როდესაც მცველებსაც ვეხმარები. ასე რომ ჩემთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
როგორ ფიქრობთ კაკას დაბრუნების შემდეგ მოახერხებთ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას?
ახლა ძალიან მსიამოვნებს ძირითადში თამაში, მაგრამ კარგად ვიცი რაც მოხდება კაკას დაბრუნების შემდეგ. ჩვენ ასევე ერთად თამაშიც შეგვიძლია.
როგორი ვითარებაა გუნდში "ვალენსიასთან" მატჩში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ? როგორ აფასებთ წლის ბოლო მატჩს?
ვითარება ძალიან კარგი და სასიამოვნოა. არა იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. რაც შეეხება "სარაგოსას", ეს ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება.
როგორი არის პეპე?
მისმა ტრავმამ ყველა დაგვამწუხრა. პეპე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვუთანაგრძნობთ მას, თუმცა ასეთ მომენტში ძალიან ბევრ სირთულეებს აწყდები.
მადრიდის "რეალმა" დაამტკიცა, რომ გამარჯვების მოპოვება კრიშტიანო რონალდოსა და კაკას გარეშეც შეუძლიათ...
მართალია ეს ორი ფეხბურთელი ძალიან ბევრს ნიშნავს სამეფო კლუბისთვის, თუმცა "ვალენსიასთან" მატჩში ჩვენ ვაჩვენეთ შესანიშნავი თამაში და სამი ქულა მათ გარეშე მოვიპოვეთ.
სტატიის ავტორი: EL Gio
- 15 დეკემბერი 2009
- 3 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.