რონალდოს 250-ე მატჩი
კრიშტიანო რონალდოსთვის "კორდობას" წინააღმდეგ მატჩი 250-ე იქნება.
2014/15 წლების ლა ლიგა უკვე დაიწყო და დღეს სამეფო კლუბი ჩაატარებს პირველ მატჩს მიმდინარე სეზონში. მათი მეტოქე "კორდობა" იქნება. თუ რონალდო ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, იგი 250-ედ მოირგებს მადრიდის "რეალის" მაისურს.
პორტუგალიელ სუპერ ვარსკვლავს 249 მატჩში 254 გოლი აქვს გატანილი, რაც საოცარი შედეგია. მისი წინ არიან სამეფო კლუბის ლეგენდები: სანტილიანა (290 გოლი), ალფრედო დი სტეფანო (308 გოლი) და რაულ გონსალეს ბლანკო (323 გოლი). თუ რონალდომ ისეთივე ტემპებით გააგრძელა მეტოქის კარის აღება, როგორც ამას გასულ სეზონებში ახერხებდა, იგი გახდება მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
Defensacentral.com
- 25 აგვისტო 2014
- 2 093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.