"ნაპოლი" გააქტიურდა
31 აგვისტომდე სულ ცოტა რჩება.
მალე დაიხურება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და გუნდებისთვის ზამთრამდე შეუძლებელი გახდება ახალი მოთამაშეების დამატება. სწორედ ამიტომ სატრანსფერო პერიოდის ყველაზე ცხელი პერიოდი სწორედ ახლა არის.
იტალიური კლუბი, "ნაპოლი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, ასიერ ილარამენდის გადაბირებას ეცდება. ნეაპოლელების მთავარი მწვრთნელის აზრით, ბასკმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბში თამაშის ყველანაირი შანსი დაკარგა და მას სეზონის უმეტესი ნაწილის სათადარიგოთა სკამზე გატარება მოუწევს.
სწორედ ამიტომ, "ნეაპოლელები" აპირებენ ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას ბლანკოსის ხელმძღვანელებისთვის.
Defensacentral.com
- 25 აგვისტო 2014
- 2 206
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.