მშვიდობით, ანხელ!
ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ ანხელ დი მარია კლუბს დატოვებს და მალე ეს ოფიციალურადაც დადასტურდება.
სტატიის სათაურიდან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, თუ რასთან დაკავშირებით ვაპირებ საუბარს. შეიძლება ბევრ თქვენგანს ძალიან უყვარს ანხელ დი მარია და მიხარია, რომ ეს ასეა, თუმცა მადრიდისტებს შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მას "მოღალატის" და მსგავსი სახელებით მოიხსენებენ, რაც პირადად მე მაღიზიანებს.
დავიწყებ იმით, სანამ არგენტინელს გალანძღავთ, უნდა გაიხსენოთ ის დიდი ღვაწლი და წვლილი, რომელიც მას მადრიდის "რეალთან" აკავშირებს. ნუთუ ასე იოლია დაივიწყო ყველაფერი, რაც მან კლუბისთვის გააკეთა ? ნუთუ ადვილია ის, ვისაც ლიდერს, საოცარს, მაგიურს უწოდებ ერთ დღეში მოღალატედ გადაიქცეს ? თავად ჰკითხეთ საკუთარ თავებს, არის კი დი მარია ის ფეხბურთელი, რომელიც თქვენგან მსგავს მოპყრობას იმსახურებს ?
მას შეეძლო კლუბი ბევრად ადრე, წინა სეზონის დაწყებამდე დაეტოვებინა ისევე, როგორც ეს გააკეთა მესუთ იოზილმა, თუმცა ის დარჩა ესპანეთში და სრულიად ახალ პოზიციაზე დაიწყო თამაში და მალევე გუნდუს შეუცვლელ ფიგურად იქცცა. დარწმუნებული ვარ, არც მე და არც თქვენ არ დაგავიწყდებათ ის პოზიტივი, რომელსაც ის თავისი თამაშით თითოეულ ჩვენგანს გგვრიდა და მისი ის საოცარი სტილი, რომელიც ალბათ ყველას დაგვაკლდება.
და ის მიდის.. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ მისი სახით ჩვენ ძალიან დიდ და კარგ ფეხბურთელს ვგარგავთ, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მან თავად ინება წასულიყო და ამაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. კლუბმა ყველაფერი გააკეთა მის შესანარჩუნებლად, მაგრამ ძალით მას ვერავინ ათამაშებს. ბევრი ამართლებს, ბევრიც ვერა.. თუმცა რითი გავამართლოთ ? პირადად მე მხოლოდ ერთ მიზეზს ვპოულობ: ალბათ სურს თავისი თავი სხვა ქვეყანაში, სხვა ლიგასა და სხვა კლუბებთან თამაშში გამოსცადოს. აბა სხვა რა უნდა იყოს, რა მიზეზი ?
ერთი რამ კი ნათელია .. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ ლამაზ წამებს, წუთებსა და საათებს, რომლებიც არგენტინელმა თეთრი მაისურით გაატარა. უამრავჯერ გაგვახარა და გაგვაბედნიერა. არა ერთხელ გვაჩუქა სიხარულის პატარა ნაპერწკალი, რომელიც დღითიდღე დიდდებოდა და მისდამი სიყვარულს გვიზრდიდა. არ დაგვავიწყდება ის საოცარი ემოცია, რომელიც მან ლისაბონში, ფინალში გვაჩუქა თავისი მონდომებითა და ჟინით. მოდით უბრალოდ მადლობა გადავუხადოთ მას და წარმატება ვუსურვოთ ახალ კლუბში.
მშვიდობით ფრთიანო ანხელ დი მარია!
- 25 აგვისტო 2014
- 4 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.