როტაცია გარდაუვალია
„რეალის“ იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი მზადაა გუნდში სხვადასხვა როტაციებს მიმართოს, რადგან სეზონის დაწყებისას თავიდან აიცილოს მოთამაშეების ტრავმები და გუნდს ოფტიმალურობა შეუნარჩუნოს.
კარლოს შემადგენლობაში ჰყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. ესენია ტონი კროოსი, ისკო ალარკონი და ხამეს როდრიგესი.
ხვალ „კორდობასთან“ მატჩში ისკოს ეძლევა შესანიშნავი შანსი სასტარტოდან დაიწყოს. ალარკონმა ბოლო სამ ოფიციუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ანჩელოტი ძირითად მას მატჩის მეორე ნახევრისთვის იყენებს. ასევე, არაა გამორიცხული იტალიელმა პრიმერას პირველ ტურის შეხვედრისთვის რომელიმე წამყვანი ფეხებურთელი დაასვენოს, მაგალითად მოდიჩი ან ჩაბი და ძირითადში სწორედ ალარკონი განათავსოს.
სავარაუდოდ, „კორდობასთან“ ასევე კარვახალიც დაისვენებს, რომელმაც „ატლეტიკოსთან“ 180 წუთი დაჰყო მოედანზე და მის ნაცვლად ალვარო არბელოას ვიხილავთ. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აქ კვლავ ერთმანეთს კონკურენციას მარსლო და კოენტრაუ გაუწევენ.
Marca
- 24 აგვისტო 2014
- 2 289
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.