ქარიმ ბენზემა:"მე ფორმაში ვარ"
"ვალენსიასთან" დიდებულად ჩატარებული თამაშის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა აცხადებს, რომ ის ჩვეულ ფორმაშია და მომდევნო მატჩებშიც ასე გააგრძელებს თამაშს.
22 წლის ფორვარდმა შესანიშნავად ითამაშა "ვალენსიას" წინააღმდეგ და ახლა ემზადება "სარაგოსასთანაც" ანალგიურად ითამაშოს. Diario As-თან ინტერვიუში ფრანგი აცხადებს, რომ შეეგუა გუნდს და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. განსაკუთრებით კი იგუაინთან, გარაისთან და კრისტიანო რონალდოსთან. "არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ შევძლებდი წარმატებით თამაშს "რეალში" – აცხადებს ბენზემა.
ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი "ვალენსიასთან" იყო მადრიდელთა ფორვარდი ბენზემა. მან ისაუბრა თავის გრძნობებზე. "შაბათს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. მგონი, ვიპოვე საკუთარი თამაში და შევეჩვიე "რეალს". მომავალშიც ასე გავაგრძელებ".
ფრანგის თქმით, მას სჭირდება უფრო მეტი სათამაშო დრო, რათა წარმოაჩინოს თავისი ლიდერული თვისებები. "მე მჭირდება უფრო მეტი სათამაშო დრო, რათა უფრო კარგად შევეწყო გუნდის თამაშს. ცუდია, რომ საშობაო არდადეგები ახლოვდება. საუკეთესო ფორმას ვუახლოვდები და ეს შესვენება შეაფერხებს მას".
გუნდში და ქალაქზე ადაპტაციაზე ბენზემამ შემდეგი განაცხადა: "ახლა ჩემს ირგვლივ უფრო მეტი მეგობარია. ისინი არამარტო მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვმეგობრობ იგუაინთან, გარაისთან და კრისტიანო რონალდოსთან".
"რეალში" გატარებული ხუთი თვის შემდეგ ფრანგი ხვდება, რომ ადაპტაცია უკვე გაიარა. "არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საბოლოოდ გავიხსნებოდი გუნდში და შევძლებდი ჩვეულ სტილში თამაშს. ახლა ყველაფერი კარგადაა" – განაცხადა ბენზემამ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 15 დეკემბერი 2009
- 3 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.