ანჩელოტი და სიმეონე შვიდჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
დიეგო სიმეონე და კარლო ანჩელოტი ერთი წლის განმავლობაში შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
დღეს "ატლეტიკოს" და "რეალის" მწვრთნელები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და თბილი სალამით მოიკითხავენ ერთამენთს, როგორც ეს ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს ორი მეტოქე ერთმანეთისადმი სიმპატიებით არიან განწყობილნი და შესაძლებელია მათ ერთად, ერთ საპრენსკონფერენციო ოთახში უპასუხონ ჟურნალისტების შეკითხვებს.
გასულ სეზონში "როხი-ბლანკომ" თეთრებს ერთი მატჩი მოუგო ლა ლიგაში, ხოლო მეორე ფრედ დასრულდა. ხოლო სამეფო კლუბმა "ატლეტიკოს" დამარცხება კოპა დელ რეიზე მოახერხა. ასევე "რეალმა" მათი დამარცხება ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა.
დღეს კი ეს ორი მადრიდული კლუბი კიდევ ერთხელ შეხვდება ერთმანეთს, რათა გადაწყდეს ესპანეთის სუპერ თასის მფლობელის ვინაობა. აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება ანჩელოტისთვის და სიმეონესთვის მეშვიდე იქნება.
Marca.com
- 22 აგვისტო 2014
- 2 947
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.