დი მარიას გადაბირებით "ბარსელონა" დაინტერესდა
ანხელ დი მარიასთან დაკავშირებით პრესაში ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები, ესპანურ ყოველდღიურ გამოცემებზე დაყრდნობით კი არგენტინელი ფეხბურთელის დამატება არც მეტი არც ნაკლები ლუის ენრიკემ განიზრახა...
გავრცელებული ინფორმაციით კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ფლორენტინო პერესს და ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებია გამართვა სთხოვა, თუმცა პრეზიდენტისგან მყისვე ცივი უარი მიიღო...
კატალონიელთა შემოთავაზება საკმაოდ სარფიანი გახლდათ, რომელიც 70 მილიონს შეადგენდა. ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც ფლორენტინო "პარისენჟერმენსა" და მანჩესტერ "იუნაიტედს სთხოვს, მაგრამ პრეზიდენტი არ აპირებს მადრიდის "რეალიდან" ლიდერი "ბარსელონაში" გაუშვას.
როგორც ჩანს მოლაპარაკებების დაწყება გამორიცხულია, აქედან გამომდინარე "ელ ფიდეო" კატალონიური კლუბის ფორმას არ მოირგებს.
- 22 აგვისტო 2014
- 4 218
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.