პერესი დი მარიას 5.3 მილიონს სთავაზობს?
მოგეხსენებათ, ანხელ დი მარიას მადრიდული მომავალი ბურუსით არის მოცული, ფეხბურთელის წასვლის მიზეზი კი ჯერ-ჯერობით არ სახელდება. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ რომელია სრული ჭეშმარიტება რთული დასადგენია. დღეს კი პრესაში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა...
არგენტინელ ფეხბურთელს დღეისათვის ხელფასის სახით 4 მილიონი ევრო აქვს, რაც სამეფო კლუბის სხვა ფეხბურთელების სარგოსთან შედარებით საკმაოდ დაბალია. გავრცელებული ინფორმაციით ფლორენტინო პერესმა ანხელს ახალი კონტრაქტი და წლიურად 5.3 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა თანხმობა არ მიიღო, რადგან ფეხბურთელს მინიმუმ 7 მილიონი სურს.
ანხელის სურვილი მყისვე უარყო პერესმა, სწორედ აქედან გამომდინარე თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი კითხვნისნიშნის ქვეშ დგას.
დი მარია თვლის, რომ "ბლანკოსის" წარმატებაში დიდი წვლილი აქვს შეტანიი და მასზე დიდი ხელფასი უამრავ მოთამაშეს აქვს კლუბში, აქედან გამომდინარე მისი სამსახური არ ფასდება.
- 22 აგვისტო 2014
- 3 516
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.