როგორ გადმოვიდა კაკა მილანიდან მადრიდის რეალში

როგორ გადმოვიდა კაკა მილანიდან მადრიდის რეალში


მოდით შევხედოთ, თუ როგორ “გაიჩარხა” კაკას ტრანსფერი

ორშაბათს შუადღისას შედგა დღესდღეობით ყველაზე დასამახსოვრებელი და ხმაურიანი ტრანსფერი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში. ზოგს ეს მოეჩვენება, როგორც დასასრული იმ საგისა, რომელიც დაიწყო ბლანკოსების პრეზიდენტად რამონ კალდერონის არჩევით 2006 წელს . მაგრამ ასეა თუ ისე, ფეხბურთელის მადრიდის რეალში გადმოსვლა “დაემთხვა” კლუბში პერესის დაბრუნებას. მოდით შევხედოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს ტრანსფერი მის ლოგიკურ დასასრულამდე.

შაბათი 16 მაისი


კაკას აგენტი აცხადებს, რომ მადრიდის რეალსა და მილანს შორის არანაირი ხელშეკრულება და შეთანხმება ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით არ არსებობს.

კვირა 17 მაისი

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მადრიდის რეალი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე კაკაზე 60 მლნ-ზე მეტის დახარჯვას არ აპირებს

ორშაბათი 18 მაისი

მადრიდის რეალი აგრძელებს სპეკულირებას. გუტი საკუთარ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ მესის, რონალდუს და რა თქმა უნდა კაკას მსგავსი ფეხბურთელები იდეალურები იქნებიან მადრიდის რეალისთვის.

ოთხშაბათო 20 მაისი

მილანის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი აცხადეს, რომ მან კაკა შეიძლება მართლა გაყიდოს

შაბათი 23 მაისი

სხვადასხვა გამომცემლობებიდან ირკვევა, რომ მადრიდის რეალი აპირებს 80 მლნ-ზე მეტის დახარჯვას კაკას საყიდლად

ხუთშაბათი 28 მაისი

ყველა სპეკულაციების შემდეგ, ესპანური პრესა აცხადებს, რომ მომდევნო კვირას კაკა უკვე მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდება. ხოლო იტალიაში კი გალიანი და კაკა ცდილობენ ჭორების ჩაცხრობას. “კაკა მილანში დარჩება”- ამბობს გალიანი, ხოლო კაკა კი ცოტა ნაკლები ენთუზიაზმით ამატებს: “მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მილანი მომწონს”

პარასკევი 29 მაისი

მადრიდის რეალის ინტერესები უკვე ნათელია , ვინაიდან პერესმა ღიად განაცხადა, რომ აპირებდა მილანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვას კაკასთან დაკავშირებით

კვირა 31 მაისი

მას შემდეგ, რაც იწერება, რომ ზიზუ იყო ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი მადრიდის რეალისთვის, პრესაში უკვე ჩნდება სტატიები, სადაც წერია, რომ ბლანკოსები მილანს 60 მლნ.ს სთავაზობენ კაკას სანაცვლოდ, ხოლო ფეხბურთელს კიდე 9.1 მლნ-ს ყოველწლიურად.

ბამშაბათი 2 ივნისი

პერესი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მადრიდის რეალს კაკასთან კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუფორმებია. ამის შემდეგ კი ყველაფერი ცოტა არ იყოს სასაცილოდ გრძელდება.

კაკა ამბობს, რომ მას სურს მილანის დატოვება, ცოტა ხნის შემდეგ ესპანურ პრესაში იბეჭდება ინფორმაცია, თითქოსდა გალიანი და კაკას აგენტი იყვნენ ესპანეთში მოლაპარაკებების გასამართად, ხოლო შემდეგ კი მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ მან მიიღო შემოთავაზება მადრიდის რეალისგან.

ამის შემდეგ ესპანური პრესა ეგრევე იტაცებს ამ ინფორმაციას და წერს, რომ კაკა პრინციპში უკვე შეიძლება მადრიდის რეალის ფეხბურთელად ჩაითვალოს.

მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ჩელსის შემოთავაზება- ან შეიძლება მორიგი ჭორი- ყველაფერს თავდაყირა აყენებს

ოთხშაბათი 3 ივნისი

მოულოდნელად მსოფლიო პრესა კაკას უკვე მადრიდის რეალის ფეხბურთელად მოიხსენიებს. როგორც ესპანური,ასევე იტალიური გამომცემლობები იუწყებიან, რომ გარიგება ნელ-ნელა წინ მიიწევს. ცოტა ხნის შემდეგ, ინგლისელი ჟურნალისტი წერს, რომ გარიგება შედგა.

მიალნში გატუზო თავის პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ამ გადასვლამ შეიძლება მილანს ჩემპიონობა დააკარგვინოს. როსონერის ფანები, რომლებსაც არ სურთ ჩემპიონობის დაკარგვა, ქუჩაში გამოდიან პროტესტის გამოსახატად.

ჩელსი კვლავ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოსდა მათ სურდათ კაკას გადმოყვანა.

ხუთშაბათი 4 ივნისი

პერესი დილას იწყებს ახალი განცხადების გაკეთებით იმის შესახებ, რომ ის თავდაუზოგავად მუშაობს კაკას მადრიდში გადმოსაყვანად. ადრიანო გალიანიც ამბობს, რომ კაკა ეკონომიკურ საფუძვლებზე დაყრდნობით დატოვებს კლუბს

პარასკევი 5 ივნისი

მადრიდის ფეხბურთელები და არამარტო ისინი აცხადებენ, რომ კაკასთან შეთანხმება შედგა. სილვიო ბერლუსკონე კი აცხადებს, რომ ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა

შაბათი 6 ივნისი

წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ კაკამ ურუგვაიში ყოფნისას ხელი მოაწერა მადრიდის რეალის მაისურზე. ესპანეთში კი პერესი აცხადებს, რომ კაკა მადრიდის რეალში სათამაშოდ დაიბადა.

კვირა 7 ივნისი

კანავარო, რომელიც მადრიდიდან იუვენტუსში გადავიდა,ამაბობს, რომ კაკა თავს საკუთარ სახლში იგრძნობს. ბერლუსკონე უკენ იხევს და აცხადებს, რომ ის ვერ შეძლებს ტრანსფერის შეჩერებას, ხოლო ბრაზილიაში მიემგზავრებიან მადრიდის რეალის ექიმები კაკას სანახავად.

ორშაბათი 8 ივნისი

გადამწყვეტი დღე.

დილით მილანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას პერსონალურად სურს კაკას შენარჩუნება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია

შუადღისას იტალიური პრესა იუწყება, რომ ტრანსფერის შესახებ ევროპის დროით შუაღამისას გამოცხადდება.

მოგვიანებით კაკა მადრიდის რეალის 9 ექიმთან ბრაზილიაში გადის შემოწმებას

რაიმე გაუგებრობის თავიუდან ასაცილებლად ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ კაკამ შემოწმება მადრიდის რეალის ექიმებთან გაიარა, შემდეგ ცნობილი ხდება , რომ შემოწმებამ წარმატებით ჩაიარა.

ცოტა მოგვიანებით უკვე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. პირველად მადრიდის რეალი, ხოლო შემდეგ მილანი ოფიციალურ ვებ - გვერდზე აცხადებენ ტრანსფერის შესახებ. ცოტა გვიან კი უკვე ფლორენტინო პერესი რადიოში ინტერვიუსას ადასტურებს ინფორმაციას.

სამშაბათი 9 ივნისი

როგორც იქნა, მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა მოისმინეს/წაიკითხეს კაკას ინტერვიუ რეალში გადმოსვლასთან დაკავშირებით : “ჩემი სურვილი ყოველთვის იყო მილანში თამაში, მაგრამ მსოფლიო კრიზისმა კლუბს ვალები დაუგროვა… მე ველაპარაკე მილანის ხელმძღვანელობას და გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო გამოსავალი ჩემი გაყიდვა იქნებოდა,”


წყარო: goal.com




P.S. ეს სტატია დევს სხვა ქართულ მადრიდის რეალის გულშემატკივრების მიერ გაკეთებულ საიტზე, არ გეგონოთ რომ იქიდან დავაკოპირე, უბრალოდ მაგათზე კარგა ხნით ადრე მქონდა ეს სტატია დაწერილი და ვინც ამ საიტზე ადრეც იყო დარეგისტრირებული ისნიც დამეთანხმებიან ამაში.


  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 4 821
  • 1

1

10 აპრილი 2018 21:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Pirveli

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)