ჯოვანი ლოდეტი : "ხედირა "მილანის" სტილის ფეხბურთელია"
იტალიური "მილანის" ექს ფეხბურთელის, ჯოვანი ლოდეტის განცხადებით, ფილიპო ინძაგის გუნდს ძალიან სჭირდება სამი ხედირა, რადგან გერმანელი იტალიის ჩემპიონატისთვისაა ზედგამოჭრილი...
"ნამდვილად ვერ ჩავერევი "როსონერის" სატრანსფერო პოლიტიკაში, მაგრამ ვთვლი, რომ სამი ხედირა საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და იტალიის ჩემპიონატში კარგად მოიკიდებს ფეხს."
"სისწრაფე, მეორე სართულზე კარგად თამაში და რაც ყველაზე მთავარია ფიზიკური სიძლიერე - ეს მონაცემები დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ფასობს, მითუმეტეს იტალიის სერია "ა"-ში, სადაც თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძვიან."
"მე მილანს ხედირას შეძენა ვურჩევ. დარწმუნებული ვარ სარფიანი წინადადების შემთხვევაში ფლორენტინო პერესი გერმანელ მსოფლიო ჩემპიონატს იტალიაში გაუშვებს."
- 21 აგვისტო 2014
- 1 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.