"უტდ"-ს ორი მადრიდელის დამატება სურს
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრნდობით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები - ჩაბი ალონსო და ანხელ დი მარია შესაძლოა სულ მალე მანჩესტერ "იუნაიტედის" ფორმაში გამოწყობილი ვიხილოთ...
ესპანურმა გამომცემლობამ "AS" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუის ვან გაალმა ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოთხოვა ანხელისა და ჩაბის შეძენა.
Daily Express და Fox Sport კი იტყობინება, რომ "წითლები" მზად არიან ფლორენტინო პერესს საკმაოდ სარფიანი წინადადება შესთავაზონ, რომელიც 83 მილიონიანი გახლავთ.
იმ შემთხვევაში თუ ფლორენტინო პერესი წინადადებას დათანხმდება, მადრიდული კლუბის ბიუჯეტი ხამეს როდრიგესში გადახდილ თანხას მაშინვე აინაზღაურებს, თუმცა ამას ისიც დაემატება, რომ კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კოლუმბიელის უკვე ძალიან ბევრი მაისური გაყიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 41.4 მილიონი ევრო შეადგინა.
კარლო ანჩელოტიმ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ანხელ დი მარია მომდევნო სეზონში მისი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს, ალონსოსთან მიმართებაში კი ჯერ-ჯერობით არავითარი ინფორმაცია არ არსებობს.
- 21 აგვისტო 2014
- 2 183
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.