"სარაგოსას" "რეალთან" მატჩში შესაძლოა ბერნდ შუსტერმა უთავკაცოს
შაბათს "სარაგოსა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ჯერ კიდევ უცნობია რომელი მწვრთნელი წარსდგება მანუელ პელეგრინის პირისპირ.
გუნდის მწვრთნელ მარსელინოს ულტიმატუმი წაუყენეს. თუ ის ვერ დაამარცხებდა "ბილბაოს", გაათავისუფლებდნენ მწვრთნელის პოსტიდან. ასეც მოხდა. "სარაგოსამ" წააგო და მარსელინოც გააგდეს. ახლა არაგონელები ეძებენ მწვრთნელს, რომელიც გუნდს გავარდნის ზონიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.
ახლა დროებითი მწვრთნელის ფუნქციებს ხოსე აურელიანო გეი ითავსებს. ყველაზე რთული ის არის, რომ მწვრთნელობის ხუთი კანდიდატია. ესენი არიან: "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ბერნდ შუსტერი, ვიქტორ მუნიოსი, ჯუკიჩი, დე ბიაზი და სიმეონე.
ყველაზე დამაინტრიგებელი მომენტი იქნება შუსტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, რადგან გერმანელი მწვრთნელი შობამდე დაუბრუნდება "ბერნაბეუს". ახლა უნდა დაველოდოთ არაგონული კლუბის გადაწყვეტილებას.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 15 დეკემბერი 2009
- 3 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.