დასვენების დრო არ არის, კლუბმა აღდგენითი ვარჯიში გამართა
კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, გუშინდელი მომქანცველი მატჩის შემდეგ დასვენების დრო არ არის და კლუბი "ვალდებებასზე" შეიკრიბა...
კოლექტივმა აღდგენითი ვარჯიში გამართა. მხოლოდ კეპლერ პეპე ვარჯიშობდა ინდივიდუალურად, ხვალიდან კი ის გუნდთან ერთად მოემზადება.
კეილორ ნავასსა და იკერ კასილასს მეკარეთა მწვრთნელი ვილიამ ვეკი ავარჯიშებდა, რომელმაც განმეორებითი დერბისთვის ორივე კარის დარაჯი უმაღლეს დონეზე უნდა მოამზადოს, გადაწყვეტილებას კი კარლო მიიღებს.
ხესესთან დაკავშირებით სიახლე ჯერ-ჯერობით არ არის, ესპანელი ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს გადის.
- 20 აგვისტო 2014
- 1 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.