რამოსი:"თუ პელეგრინის სურს, ცენტრშიც ვითამაშებ"
მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი არ გამორიცხავს, რომ დაუბრუნდეს დაცვის ცენტრს.
"დაცვის მარჯვენა ფლანგზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ასევე მიზიდავს დაცვის ცენტრში თამაში. თუ პელეგრინი მოინდომებს, შემიძლია ამ პოზიციაზე ვითამაშო" – აცხადებს ანდალუსიელი მცველი.
სერხიომ პეპეს ტრავმას სეზონის ყველაზე საშინელი მომენტი უწოდა.
გუნდმა მოუმატა თამაშს
რამოსმა აღნიშნა, რომ გუნდმა მოუმატა თამაშს. "სეზონი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ დღეს უკვე ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ. მგონი გუნდმა იპოვნა სათამაშო სტილი. გუნდი უფრო თავდაჯერებული გახდა".
მადრიდელთა მარჯვენა მცველის თქმით, "ბარსელონას" არგენტინელმა ნახევარმცველმა ლეონელ მესიმ დაიმსახურა "ოქროს ბურთი" გასული სეზონის შედეგების მიხედვით. რამოსი შეეხო ესპანეთის ნაკრებსაც. "ვფიქრობ, ნაკრები საუკეთესო დროებას განიცდის და ვეცდებით მსოფლიო ჩემპიონებიც გავხდეთ".
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 15 დეკემბერი 2009
- 2 999
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.