კასილასს არცერთი დერბი არ წაუგია
მოგეხსენებათ, დღევანდელ მატჩში, სადაც მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" უმასპინძლებს კარლო ანჩელოტის კლუბის კარის დარაჯი კაპიტანი, იკერ კასილასი იქნება, რომელსაც "როხიბლანკოსთან" ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს...
იკერს იდეალური მაჩვენებელი აქვს, ესპანელი კარის დარაჯის ანგარიშზე "ატლეტიკოსთან" 21 მოგება და 6 ფრე აქვს.
სამეფო კლუბმა თანაქალაქელებთან მარცხი შარშან არაერთხელ განიცადა, თუმცა ეს ლა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში მოხდა, სადაც კარს არა კასილასი, არამედ დიეგო ლოპესი იცავდა, რომელიც ამჟამად უკვე "მილანის" ფეხბურთელია.
შარშან კასილასმა დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ სამჯერ იასპარეზა და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა. პირველი დაპირისპირება სამეფო თასის ეგიდით გაიმართა, სადაც "ბლანკოსმა" 2-0 იმარჯვა, შემდეგ იყო საპასუხო მატჩი 0-3, ამის შემდეგ კი ყველასთვის დაუვიწყარი ფინალი, სადაც ესპანელმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ სერხიო რამოსის "ვაჟკაცობის" წყალობით "ბლანკოსი" გადარჩა, დამატებით დროში კი ანჩელოტის გუნდმა მეტოქე გააცალმტვერა.
მომდევნო დაპირისპირებაში იკერი აუცილებლად იდგება სასტარტოში, საპასუხო მატჩში კი ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიცავს კარს. წარმატებები ვუსურვოთ კაპიტანს და იმედი გამოვთქვათ, რომ მოგებების სერია არ შეწყდება.
- 19 აგვისტო 2014
- 1 292
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.